14:48:40     29-11-2010
თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი – მონტეკუკოლი
ავსტრიელი გენერალისიმუსი (ეს წოდება სტატიაში არ არის ნახსენები, მაგრამ ის მონტეკუკოლის ნამდვილად მიენიჭა) ახალი დროის სმხედრო ხელოვნების და სტრატეგიის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. წარმოშობით იტალიელი მონტეკუკოლი ერთნაირად ხმარობდა ხმალსაც და კალამსაც.
მისი სარდლობით ავსტიის იმპერიამ ბრწინვალე გამარჯვებებს მიაღწია. არადა ხელწამოსაკრავი მოწინააღდეგეები ნამდვილად არ ჰყოლია. სხვა რომ არაფერი, ნაპოლეონამდელი საფრანგეთის ორ უდიდეს მხედარმთავარს - პრინც კონდესა და ტიურენს ეომებოდა (სხვათა შორის, ამ ომებში მონკტეკუკოლისთან ერთად იბძოდა ჰოლანდიის ახალგაზრდა შტატჰალტერი ვილჰელმ III ორანელი, რომელიც მოგვიანებით ინგლისის მეფე უილიამი გახდება).
და მაინც, მონტეკუკოლის მხედართმთავრული მოღვაწეობის მწვერვალს წარმოადგენ გოთჰარდის, უფრო ზუსტად, სენტ-გოთჰარდის ბრძოლა (ზოგჯერ მას მოგერსდორფის ბრძოლასაც უწოდებენ).
ამ პატარა სოფელთან ერთმანეთს 1664 წლის 1 აგვისტოს შეებნენ ოსმალეთისა და ევროპულ სახელმწიფოთა კოალიციის არმიები. ომი დაიწყო ოსმალეთის შეჭრით ტრანსილვანიაში. ოსმალეთის 100 ათასიანი არმიის საპირისპიროდ ავსტრია-უნგრეთმა მხოლოდ მონკტეკუკოლის 12–ათასიანი რეგულარული არმიის და უნგრელ მხედარმთავრის მიკლოშ ზრინის 15–ათასიანი უნგრულ-ხორვატული ლაშქრის გამოყვანა შეეძლო.
იმპერატორი ლეოპოლდი იძულებული გახდა ავსტრიის დაუძინებელ მტერ ლუი XIV-სათვის მიემართა. მეფე-მზემ გამონაკლისი დაუშვა და გადაწყვიტა ერთმორწმუნე ავსტრიელებს დახმარეებოდა.
ავსტრიელთა დასახმარებლად ლუიმ გაგზავნა კორპუსი, რომლის შემადგენლობაში 3500 ქვეითი და 1750 კავალერისტი შედიოდა. ეს ცოტა არ იყო იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის სახმელეთო ჯარები უძლიერესნი იყვნენ ევროპაში. კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა ლეგენდარული პრინცი კონდე (ათიოდე წლის შემდეგ მონტეკუკოლი და კონდე ერთმანეთს უკვე როგორც მტრები შეხვდებიან).
გოთჰარდთან ფრანგებს 11 ათასი ავსტრიელი ქვეითი და 7000 კავალერისტი დაემატა. ავსტრო-ფრანგული ჯარი 1000 ქვეითმა და კავალერისტმა გააძლიერეს, რომლებიც გერმანელმა მთავრებმა გამოაგზავნეს. სულ ქრისტიანთა არმია 35-40 ათასს უახლოვდებოდა. მათ უპირისპირდებოდა ოსმალეთის ჯარი 60 ათასი იანიჩარის (აქ – რეგულარული არმიის მებრძოლი) და 90 ათასი მოლაშქრის შემადგენლობით. როგორც ვხედავთ, ოსმალები ქრისტიანებს დაახლოებით სამჯერ აღემატებოდნენ.
ოსმალები მოწინააღმდეგეს აგდებულად უყურებდნენ. გადმოცემით, იანიჩარები სიცილით დახოცილან გაპუდრულ-ფერუმარიალიანი და პარიკიანი ფრანგები რომ დაუნახავთ. “ნეტავ ვინ არიან ეს მამაცი გოგონები, ჰარამხანებს გავავსებთო” - უხორხოციათ იანიჩარებს. ასე რომ არ იყო საქმე მაშინ გახდა ცხადი, როდესაც “გოგონებმა” ხმლები დაატრიალეს.
იმის მიუხედავდ რომ ფრანგების კორპუსში თვით დიდი კონდე იმყოფებოდა, საქრისტიანოს ჯარების სარდლობა მონტეკუკოლიმ ითავა. ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ. მათ 24 ათასამდე რჩეული მებრძოლი დაკარგეს. ავსტრიამ დაიკავა უნგრეთი და ოცწლიანი მშვიდობა მიიღო ოსმალეთთან, რამაც საშუალება მისცა 1683 წელს, პოლონელებთან ერთად, მიეღწია გადამწყვეტი გამარჯვებისათვის და საბოლოოდ შეეწყვიტა ოსმალოთა ექსპანსია ევროპაში.
სხვათა შორის ამ ბრძოლას ეძღნება დიდი ავსტრიელი პოეტის, რილკეს “სიმღერა კორნეტ კრისტოფერ რილკეს სიყვარულსა და სიკვდილზე”, რომელიც შესანიშნავადაა თარგმნილი ქართულად ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ.
რაიმონდო დე მონტეკუკოლი
რაიმონდო მონტეკუკოლი, ავსტრიელი ჰაბსბურგების არმიის გენერალ-ლეიტენანტი და ფელდმარშალი, 1673 წელს გოტჰარდის (St. Gotthard) ბრძოლის გამარჯვებული, მანევრული ომის ოსტატი და მცოდნე ადმინისტრატორი, რომელიც ჰაბსბურგთა რეგულარული არმიის დამაარსებლად ითვლება, სამხედრო ინტელექტუალთა რიცხვს განეკუთვნება.
როგორც ადმინისტრატორმა, მონტეკუკოლიმ ვერ შეძლო დაეძლია ჰაბსბურგთა ბიუროკრატიის უინიციატივობა. მისი ტაქტიკა, ისევე როგორც იმ დროის სხვა დასავლეთ ევროპული არმიები, გადმოღებული იყო შვედური მოდელიდან. მონტეკუკოლის წვლილი სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში უკავშირდება მის ნაშრომებს.
ის იყო პირველი თანამედროვე თეორეტიკოსი, რომელიც შეეცადა ყოველმხრივ გაეანალიზებინა ომის ყველა ასპექტი. თავის ნაშრომებში მონტეკუკოლი ხაზს უსმევდა კანონისა და სისტემის იდეის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იგი, ცოდნის, მეცნიერების, სამხედრო საქმის და პოლიტიკის გამაერთიანებელ უნივერსალურ პარადიგმას ეძებდა, რომელიც აუცილებლად კათოლიკური ეკლესიის სტრუქტურის ჩარჩოებში მოქცეული უნდა ყოფილიყო.
მას სჯეროდა, რომ თუკი მისი აქსიომები სწორად იქნებოდა გამოყენებული, შესაძლებელი იქნებოდა ოპერაციების ჩატარება უფრო წინასწარგანსაზღვრებადი გამხდარიყო და ამავე დროს შემცირებულიყო დანაკარგები და ხარჯები. მისმა ნაწერებმა, რომლებიც მხოლოდ მისი გარდაცველების შემდეგ გამოქვეყნდა და ისიც – არასრულად, მაკიაველიდან საფრანგეთის რევოლუციამდე დროის მონაკვეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა .
მონტეკუკოლის ნაშრომების პოპულარობის მიზეზი, მისი, როგორც მანევრული ომის ოსტატის რეპუტაცია იყო. მისმა კამპანიამ ტურენის წინააღმდეგ დიდი მოწონება დაიმსახურა. კლაუზევიციც კი, რომელიც არ იყო მანევრული სტრატეგიის მომხრე, ზოგიერთ შემთხვევაში ამას დასაშვებად მიიჩნევდა და მონტეკუკოლის ქმედებებს 1673-1675 წლებში მოიხსენიებდა როგორც “მენევრული სტრატეგიის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითს”.
მონტეკუკოლის ხშირად მორიდებულ მხედართმთავარს უწოდებდნენ, მეორე ფაბიუს კუნკტატორს (1), მაგრამ ამგვარი ბრალდებები მას არ ანაღვლებს. იგი წერდა: “ყველას უნდა, რომ იყოს მხედართმთავარი და სამხედრო კრიტიკოსი, მაგრამ კარგი გენერალი არასდროს არ ხელმძღვანელობს მასათა ცვალებადი შეხედულებებით. საჭიროა დიქტატორ ფაბიუსის მოქმედებების შესწავლა, რათა გასაგები გახდეს, რომ მთელი რიგი დამარცხებების შემდეგ, საჭიროა შეცვალო ბრძოლის მეთოდები და გამოფიტვის სტრატეგიას მიმართო”.
თუმცა, მხოლოდ გამოფიტვა არ იყო მისი სტრატეგიული მეთოდი. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში იგი ფრიად მომხრე იყო ბრძოლისა. იგი წერდა: “არსებობს ხალხი, რომლებიც თავს იტყუებენ იმით, რომ თვლიან თითქოს, ომი შეიძლება მოგებული იქნას ბრძოლის გარეშე. მაგრამ დაპყრობა შეუძლებელია შეტაკებისა და ბრძოლის გარეშე და ვინც საპირისპიროს ფიქრობს, იგი ცდება”.
გარდა ამისა, იგი წერდა წინასწარ მომზადებული ბრძოლების შესახებ – შემოსევები, ჩასაფრებები და მსგავსი ქმედებები, რაც უნგრელ ლიდერებს, რომლებთანაც მას ხშირი დავა ქონდა თურქების წინააღმდეგ კამპანიისას, გამართლებულად მიაჩნდათ, არასოდეს არ იყო გადამწყვეტი. “თუკი ვინმეს უნდა, რომ ომი ასეთი ფორმით აწარმოოს, მაშინ იგი მხოლოდ აჩრდილებს ებღაუჭება და ვერ ამჩნევს არსს”.
მონტეკუკოლი აღნიშნავდა, რომ ომს გააჩნია ორი საწინააღმდეგო პოლუსი, რაც მოგვიანებით დელბრუკის მიერ აღწერილ იქნა როგორც გამოფიტვა და განადგურება. იგი ცდილობდა ორივე პოლუსი მოეცვა თავის თეორიებში.
მონტეკუკოლი 1609 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ მოდენაში. თავისი სამხედრო კარიერა, თექვსმეტი წლის ასაკში უბრალო ჯარისკაცად დაიწყო. 1632 წელს იგი დაწინაურებული იქნა ვიცე-პოლკოვნიკის (leutenant colonel) თანამდებობაზე, ხოლო 1635 წელს მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 30 წლიანი ომის დასასრულს მან გენერლის რანგს მიაღწია.
იგი ოცდაათწლიანი ომის ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის მონაწილე იყო, ხოლო ბრაიტენფილდის ბრძოლაში იგი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა; 6 თვის შემდეგ, როცა გაანთავისუფლეს, მან თავი გამოიჩინა ქალაქ ნორდლინგენთან (Nördlingen). 1639 წელს, საარიერგარდო შეტაკებაში. მელნიკის ბრძოლისას იგი დაიჭრა, ტყედ ჩავარდა და 3 წელი შტეტინში იმყოფებოდა, როგორც შვედების ტუსაღი.
განთავისუფლების შემდეგ იგი წარდგენილი იქნა გენერალ–ფელდვახტმაისტერის (Generalfeldwachtmeister) თანამდებობაზე, მაგრამ იგი გათავისუფლდა იმპერიის სამხედრო სამსახურიდან, რათა მონაწილეობა მიეღო საჰერცოგოებსა და პაპს შორის გაჩაღებულ კონფლიქტში. იმპერიის არმიაში მონტეკუკოლი 1643 წელს დაბრუნდა და თავი გამოიჩინა, როგორც მხედართა ლიდერმა.
ვესტფალიის ზავის შემდეგ, მან რიგი დიპლომატიური მისიები შეასრულა. ასევე ავსტრიის დამხმარე კორპუსს მეთაურობდა, რომელიც სკანდინავიის ომში, პოლონეთს შვედეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა (1656-1658). შემდეგ მთელი რიგი პოსტები ეკავა უნგრეთში და როდესაც 1663 წელს თურქები შეტევაზე გადმოვიდნენ, იგი ავსტრიის, საფრანგეთის და იმპერიის გაერთიანებულ არმიებს მეთაურობდა. 1664 წლის 1 აგვისტოს გოთჰარდის (St. Gotthard) ბრძოლაში მან დაამარცხა თურქების მრავალრიცხოვანი ლაშქარი.
მადლიერების ნიშნად იმპერატორმა მონტეკუკოლის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა, რაც იმ დროს ყველაზე მაღალი რანგი იყო არმიაში. ხოლო 1668 წელს იგი გახდა ჰოფრიეგსრატის ანუ სამეფო სამხედრო საბჭოს (Hofkriegsrat) პრეზიდენტი. 1673 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, მან სამაგალითო კამპანია გამართა ტურენის წინააღმდეგ. მაგრამ ამის შემდეგ, კრიტიკით შეწუხებული და უკვე შერყეული ჯანმრთელობით იგი დაბრუნდა ავსტრიაში, სადაც 1680 წელს გარდაიცვალა.
მონტეკუკოლის ბრძოლის სტილი, მისი კარიერის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ შეიცვალა. 1648 წლამდე იგი იყო მარჯვე ლიდერი კავალერისტი, რომელიც ცდილობდა მაგალითი აეღო ბანერისა და ტორსტენსონისგან (2). როცა მეთაურად დაინიშნა, იგი უფრო ფრთხილი გახდა, ვინაიდან კარგად აცნობიერებდა, რომ ავსტრიის რეგულარული არმია შედგებოდა ცხრა ქვეითი და ათი ცხენოსანი რეგიმენტისაგან, სადაც ძნელი იყო გამოცდილი კონტინგენტის შეცვლა ახლით, იგი ყოველთვის ეკონომიურად ხარჯავდა თავის ძალებს.
იგი ანალოგიურად იქცეოდა სკანდინავიის ომის დროს, ხოლო შემდეგ – უნგრეთში, სადაც დამატებითი პრობლემები შეექმნა მოკავშირეთა ჯარების მართვასთან დაკავშირებით. მის ურთიერთობას უნგრელებთან, განსაკუთრებით თავნება თავად მიკლოშ ზრინისთან, დაძაბული ხასიათი ქონდა.
როდესაც უნგრეთის მართვის სიძნელეებზე წერდა, იგი ამბობდა, რომ უნგრელები არიან “მერყევები, ჯიუტები, უმადურები, არადისციპლინირებულები და უგუნურები”; რომ მათ ძლიერი ხელი ჭირდებათ. ამან გამოიწვია უნგრელი პატრიოტების სიძულვილი მის მიმართ, ხოლო ზოგიერთი ისტორიკოსი ცდილობდა ლაქა მოეცხოთ მონტეკუკოლის მოღვაწეობისთვის და მის მანევრულ სტრატეგიას სხვადასხვა დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
მაგრამ მონტეკუკოლის სტრატეგია, ეს ის სტრატეგია იყო, რამაც მას წარმატება მოუტანა მარშალ ტურენის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1673 წელს ტურენის მიზანი იყო, არ მიეცა იმპერიის არმიისათვის რაინის გადაკვეთისა და ალსაკეში (Alsace) შეჭრის საშუალება. ასევე, მისი მიზანს წარმოადგენდა არ მიეცა მონტეკუკოლისთვის ჩრდილოეთით წასვლისა და ჰოლანდიის არმიიასთან შეერთების საშუალება.
მონტეკუკოლის მიზანს ჰოლანდიელებთან გაერთიანება წარმოადგენდა. ტურენი შეეცადა დაესწრო მისთვის. მან გადაკვეთა რაინი და ვურცბურგისაკენ (Würzburg) გაემართა. მონტეკუკოლიმ მოატყუა იგი. ის თავდაპირველად შეტევაზე გადავიდა, ხოლო ცოტა ხანში გაეცალა ბრძოლის ველს. მან მდ. მაინის (Main) გასწვრივ დაიწყო მოძრაობა, დაანგრია ტურენის მომარაგების არხები და შეტევა მიიტანა ფრანგებზე. შედარებისთვის, ტურენი, მიუხედავად მონტეკუკოლის ბრწყინვალე მანევრებისა, ძირითადად მაინც ახერხებდა უპირატესობის შენარჩუნებას მოწინააღმდეგეზე, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ფრანგების მიღწევები ნულს გაუტოლდა.
1675 წლიდან მოყოლებული, მონტეკუკოლის მდგომარეობა გართულდა. როგორც ჰოფრიგსრატის (Hofkriegsrat) პრეზიდენტს, მას ურთიერთობა უწევდა ადგილობრივ ბიუროკრატიასთან და მის გაუთავებელ ქაღალდების გაცვლა-გამოცვლასთან.
იგი ამბობდა: ”ბიუროკრატიული სირთულეები ადამიანს ერთ წელს ართმევს საქმეში, რომელიც ერთ საათში შეიძლება იქნას გაკეთებული”. მას მუდმივ ბრძოლა უწევდა, რათა მოეპოვებინა დაფინანსება მცირე სამხედრო ისტაბლიშმენტის შესანახად, ახალი იარაღის დასანერგად და სხვა. რეგულარული არმია მას მიაჩნდა სახელმწიფოს გარანტად: „არმიის მფარველობის ქვეშ ხელოვნება და ვაჭრობა აყვავებულია. ხოლო იმ დროს, როცა იგი სუსტდება, აღარ არის უსაფრთხოება, სიძლიერე და ღირსება.”
ეს სამართლიანი იყო ავსტრიისათვის, ვინაიდან ევროპის არც ერთ ქვეყანას არ ჰყავდა ამდენი მტერი. მონტეკუკოლი ძველი და გამოცდილი ჯარის მომხრე იყო. მისი თქმით, სახელმწიფოს დასაცავად ეს უფრო სანდო ინსტრუმენტი იყო, ვიდრე ახლადჩამოყალიბებული შენაერთები, რომლებიც, როგორც იგი ამბობდა, “სხვა არაფერია, თუ არა გამოუცდელი და უდისციპლინო, ზიზღის მომგვრელი ხროვა, რომელიც არმიის სახელის მეტს არაფერს არ წარმოადგენს“. მაგრამ, მის რეკომენდაციებს ყურადღება არ მიაქციეს. 1679 წელს, Nijwegenis შეთანხმების შემდეგ, ავსტრიელებმა დაითხოვეს თავისი ჯარი. 1683 წელს, თურქებმა, მიუხედავათ მათი ტაქტიკის აშკარა დაბალი დონისა, იოლად სძლიეს იმპერიის არმიას უნგრეთში და ალყაში მოაქციეს ვენა. ყველაზე გამაგრებული ქალაქის ალყაში მოქცევა, მათი მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იყო.
მათი ლოგისტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, თურქები ძალიან სუსტები იყვნენ იმისათვის, რომ ქალაქი აეღოთ. ამიტომ ვენამ ბოლომდე გაუძლო მათ ზეწოლას და იგი გათავისუფლებული იქნა ინტერნაციონალური ჯარის მიერ. ალყის პერიოდში, რეგულარული ჯარი თავდაცვის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა.
რეგულარული ჯარის დამსახურებაა ასევე, 1683 წლის შემდეგ, უნგრეთიდან თურქების განდევნაც. მონტეკუკოლი მართალი იყო როცა მუდმივ ჯარს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ მიუხედავად მისი ძალისხმევისა, ჰაბსბურგთა მუდმივი სამხედრო ისთებლიშმენტი შესამჩნევად არ გაზრდილა. მონტეკუკოლიმ თავისი ნაშრომების სახით დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა თავის მიმდევრებს: ფრანსუა ლორენს, რუდიგერ შტარემბერგს, ლუის ბადენს, და ასევე ევგენი (ოიგენ) სავოიელს.
შენიშვნები
1. ფაბიანუს მაქსიმუსი, მეტსახელად “ზოზინა”: რომაელი მხედარმთავარი, რომელიც გამოფიტვის სტრატეგიის გამოყენებით წარმატებით ებრძოდა ჰანიბალს.
2. ოცდაათწლიანი ომის საკავალიო გენერლები.
0