09:41:34     20-04-2012
კვერცხი ბაჟეში
მასალა:
კვერცხის რაოდენობა სურვილის მიხედვით
კარაქი 20-30გრ.
პიტნა 3-4 ღერი
ნიორი 1 კბილი
მაიონეზი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, პილპილი, წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი მოვხარშოთ, გავასუფთავოთ, გავჭრათ სიგრძეზე. ფრთხილად ამოვიღოთ გულები, დავსრისოთ, შევურიოთ წვრილად დაჭრილი პიტნა, კარაქი, მარილი, შავი პილპილი და ძალიან ცოტა მაიონეზი. ერთიან მასას რომ მივიღებთ, ამოვავსოთ კვერცხის ცილა. მოვამზადოთ ბაჟე: მაიონეზს შევურიოთ ცოტა მარილი, ქინძის სუნელი, უცხო სუნელი, წიწაკა, პილპილი, ნიორი, შევათხელოთ ადუღებული წყლით და ჩავაწყოთ კვერცხები. საუკეთესოა მეორე დღეს.
0