09:38:55     20-04-2012
თაფლის ტორტი
მასალა:
ბისკვიტი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
შავი ყავა 2 ჩ/კ.
ადუღებული წყალი 3/4 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 5ც.
თაფლი 3 ს/კ. (თუ თაფლი ძალიან თხელია მაშინ გამოვიყენოთ 5 ს/კ.)
ზეთი 1/2 ჭიქა.
სოდა 2 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
კრემი:
არაჟანი (სქელი) 500გრ.
შაქარი 0,5 ჭიქა.
მინანქარი (გლაზური):
სგუშონი 100გრ.
შავი შოკოლადი 100გრ.
შაქარი 1 ს/კ.
კარაქი 1 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
მომზადება:
ყავას დავასხათ ადუღებული წყალი და გავაცივოთ. კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან, ცილა ავთქვიფოთ მიქსერით (აქაფებამდე), ნელ–ნელა დავამატოთ შაქარის ნახევარი და კვლავ ავთქვიფოთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი, გაცივებული ყავა, თაფლი, ზეთი, ვანილი, ნელ–ნელა დავამატოთ პურის ფქვილი, სოდა, კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებულ მასაში ნელ–ნელა ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხის ცილა და ავურიოთ ხის ჯოხით. მომზადებული მასა ჩავასხათ პერგამენტ ჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში (პირველი 10 წუთის განმავლობაში აირღუმელის კარი არ გამოვაღოთ).
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. (ტორტზე მოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ გლაზური ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული რძე.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ სამ ფენად, თითოეულ ფენას წავუსვათ მომზადებული კრემი, ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვასხათ მინანქარი.
0