08:57:07     19-04-2012
ანდრიაწმინდა (ქართული ხუროთმოძღვრება)
ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში ერთნავიანი, ანდრიაწმინდას სახელობის ეკლესია დგას. კედლები მთლიანად დგას (თვალში მოგხვდებათ მათი ფერი - ჟანგიანი, გამომწვარი, თითქმის აგურისფერი), გადარჩენილია კამარის დიდი ნაწილიც. შიგნით საბჯენი თაღების დასაყრდნობ შვერილებს მარტივი სამკაულები აქვს. კედლის პერანგი თლილი ქვისაა. ლოდები ძალიან დიდი. ეს ეკლესია დათარიღებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ ძველია და შესაძლებელია თარიღდებოდეს X საუკუნით.
0