09:08:27     18-04-2012
დღეს, მსოფლიოში, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით 18 აპრილს მთელს მსოფლიოში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, 18 აპრილს 12:30 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტებთან ერთად, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე სამუშაობს მოინახულებს.
2012 წლის გეგმით, უფლისციხეში კლდის არქიტექტურის კონსერვაციის პარალელურად, ძეგლზე მთლიანად განახლდება ინფრასტრუქტურა.
კლდეში ნაკვეთი კომპლექსის განახლება ერთდრულად სამი - ძეგლის დაცვითი, ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობისა და ახალი სამუზეუმო სივრცის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების - მიმართულებით განხორციელდება. სამშნებლო სამუშაობი უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს მუზეუმის რეკონსტრუქცია, მუზეუმის წყალმომარაგების სისტემის, კანალიზაციის, ვენტილაცია-კონდიცირებისა და ელექტროსამონატაჟო სამუშაოები.
საკონფერენციო დარბაზის მიმდებარედ მოეწყობა საჩრდილობელი პავილიონი. არქეოლოგიური გადახურვის მიმდებარედ გამაგრდება გალავნის კედელი, არქეოლოგიური ნაშთებისა და სახაბაზოს დაზიანებული გადახურვა შეიცვლება ახალით.
გვირაბში და საექსკურსიო მარშუტის შესასვლელში ტურისტების უსაფრთხოებისთვის მოეწყობა დამატებითი კიბეები და ამავე ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკი. დამთვალიერებელთა ინტერესის გათვალისწინებით, დამონტაჟდება გარე ელექტრო განათება. მოეყობა სარწყავი სისტემა, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები და საინფორმაციო დაფები.
0