08:47:24     18-04-2012
ნამცხვარი ჯემით
მასალა:
კარაქი 100გრ.
კვერცხი 2ც.
თაფლი 200გრ.
ლიმონის ცედრა (ლიმონის კანი გახეხილი) 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი 200გრ.
ზეთი 2 ს/კ.
კაკაო 1–2 ს/კ.
გამაფხვიერებელი 1 პაჩკა
ნებისმიერი ჯემი 150გრ.
მომზადება:
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ ლიმონის ცედრასთან და თაფლთან ერთად, შემდეგ დავამატოთ კვერცხი, ზეთი, გაცრილი ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 160* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ, გავჭრათ შუაზე, ქვედა ფენას წავუსვათ ჯემი, დავაფაროთ მეორე ფენა და კვლავ წავუსვათ ჯემი.
0