05:06:54     17-04-2012
აჭარული ტოლმა
მასალა:
ცხვრის ხორცი (ან ცხვრის და საქონლის ნაზავი) 1კგ.
ხახვი 3–4 თავი
პრასის ფოთლები 4–5 ღერო
ბრინჯი 0,5 ჩ/ჭ.
ნიორი 2–3 კბილი
პომიდორი 1კგ.
ქინძი, შაშკვლავი, კამა, ოხრახუში, წიწაკა, ძირა და მარილი გემოვნებით.
ერბო (ზეთი ან კარაქი) შესაწვავად
კეჟერა ფხალის ფოთლები რამდენიც დასჭირდება.
მომზადება:
აჭარაში ყველა ოჯახში მზადდება "აჭარული ტოლმა”, რომლისთვისაც მოხარშული ცხვრის, საქონლის ან ცხვრისა და საქონლის ხორცის ნაზავი დანით იკეპება, იშუშება ერბოზე ან ზეთისა და კარაქის ნაზავში ხახვთან ერთად. შუშვის დროს ემატება პრასის ფოთლები, ქინძი, შაშკვლავი, კამა, ოხრახუში, შემდეგ - მოხარშული ბრინჯი, ნიორი, წიწაკა, ძირა. შესახვევად გამოიყენება ნახევრად მოხარშული კეჟერა ფხალის სახეობის, "შავი ფხლის” ფოთლები. ჩაუწყობენ კანგაცლილ დაჭრილ პომიდორს, თუ შესაძლებელია, ქვაბში დებენ ბადეს, რომლის ქვეშ ასხია წყალი, ზემოდან აწყობენ ტოლმებს და ამგვარად იხარშება ორთქლზე. (მეორე ვარიანტით გულამოცლილ ბადრიჯანში, წიწაკასა და პომიდორში იდება ფარში, ერთად ეწყობა ღრმა ტაფაზე და დაჭყლეტილ პომიდორთან ერთად ღუმელში იბრაწება. შესაძლებელია ამას დაემატოს კომბოსტოსა და შავი ფხლის ფოთლებში გახვეული ტოლმები).
0