ფარშირებული ქათმის ბარკლები ფარშირებული ქათმის ბარკლები />


  05:05:57     17-04-2012

ფარშირებული ქათმის ბარკლები

a17124.jpg

მასალა:

ქათმის ბარკალი 8ც.

ყველი 150გრ.

პომიდორი 2–3ც.

ოხრახუში, კამა, მაიონეზი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ქათმის ბარკლები გავრეცხოთ, თითებით ფრთხილად მოვაშოროთ კანი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, შემოვახვიოთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, შემდეგ შემოვახვიოთ კვადრატებად დაჭრილი ყველი, ბოლოს შემოვახვიოთ მოცლილი კანი და ზედაპირზე წავუსვათ მაიონეზი, შევწვათ აირღუმელში.

წყარო

0

ავტორი: