ტორტი „კიევის" ტორტი „კიევის" /> "/> " />


  05:05:10     17-04-2012

ტორტი „კიევის"

a17123.jpg

მასალა:

კვერცხის ცილა 5ც.

შაქარი 1 ჭიქა

შაქრის პუდრა 1 ჭიქა

კრემი №1:

კვერცხის გული (ყვითრი) 5ც.

შაქარი 3/4 ჭიქა

კარაქი 300გრ.

კრემი №2:

კვერცხი 2ც.

შაქარი 1/2 ჭიქა

სახამებელი (კრახმალი) ან პურის ფქვილი 1 ჩ/კ.

რძე 1/2 ჭიქა.

შიგთავსი:

ნიგოზი 200–250გრ.

გასაფორმებლად:

შოკოლადი და შესქელებული რძე გემოვნებით.

მომზადება:

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ შაქარი, შაქრის პუდრა და კვლავ ავთქვიფოთ. ცივ გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ სუფრის კოვზით დავასხათ მასზე მომზადებული მასა პატარა ბურთებად და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში დაბალ ტემპერატურაზე.

კრემი №1–ის მომზადება:

კვერცხის გულს დავამატოთ შაქარი, დარბილებული კარაქი და კარგად ავურიოთ.

კრემი №2–ის მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ სახამებელი, ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ ადუღებულ რძეში, განუწყვეტლივ ვურიოთ მომზადებამდე. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ და შევურიოთ კრემი №1.

ტორტის აწყობა:

დიდ თეფშზე დავაწყოთ გამომცხვარი რგოლები, წავუსვათ მომზადებული კრემი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი და მოხახლული ნიგოზი, ნიგოზზე დავაწყოთ გამომცხვარი რგოლები, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, კვლავ დავაწყოთ გამომცხვარი რგოლები, წავუსვათ კრემი, შემდეგ შოკოლადი გავადნოთ შესქელებულ რძესთან ერთად, ცოტა გავაგრილოთ, მოვასხათ ტორტს და გავაფორმოთ გახეხილი შოკოლადით.  მომზადების შემდეგ შევდგათ მაცივარში 5–7 საათი.

წყარო

0

ავტორი: