ტორტი „ვიქტორია" ტორტი „ვიქტორია" /> "/> " />


  09:57:03     14-04-2012

ტორტი „ვიქტორია"

a17093.jpg

მასალა:

თეთრი ბისკვიტი:

კვერცხი 3 ც.

შაქარი 1 ჭიქა

პურის ფქვილი 1 ჭიქა

არჟანი 1 ჭიქა

სოდა 1 ჩ/კ.

ვანილი 0,5 ჩ/კ.

ყავისფერი ბისკვიტი:

კვერცხი 3 ც.

შაქარი 1 ჭიქა

პურის ფქვილი 1 ჭიქა

არჟანი 1 ჭიქა

სოდა 1 ჩ/კ.

ვანილი 0,5 ჩ/კ.

კაკაო 1–2 ჩ/კ.

კრემი:

მოხარშული სგუშონი 1–1,5 ქილა

არაჟანი 1 ჭიქა

კარაქი 250–300 გრ.

თხილი  (ნიგოზი ან მიწის თხილი) 1 ჭიქა.

 

მომზადება:

თეთრი ბისკვიტის მომზადება:

3 ცალი კვერცხის ცილა და გული (ყვითრი) განვაცალკევოთ ერთმანეთისგან, ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, 3 ც. კვერცხის გული (ყვითრი), 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჩ/კ. სოდა, 0,5 ჩ/კ. ვანილი და კვალავ ავთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე (ცომს უნდა ჰქონდეს არაჟნის კონსისტენცია, ოღონდ ძალიან სქელი არა), მომზადებული ცომი ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

ყავისფერი ბისკვიტის მომზადება:

ყავისფერი ბისკვიტიც ისევე მოვამზადოთ როგორც თეთრი, მხოლოდ ყავისფერ ბისკვიტს ცომში დავამატოთ კაკაო.

კრემის მომზადება:

დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი, არაჟანი, გატარებული თხილი და კვალავ ავთქვიფოთ.

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტები გავაცივოთ, შემდეგ თითოეული გავჭრათ შუაზე ორ ფენად (სულ გამოდის ოთხი ფენა). თეთრ ბისკვიტს წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ ყავისფერი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ თეთრი ბისკვიტი, კვალავ წავუსვათ კრემი, შემდეგ დავაფაროთ ყავისფერი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი ტორტს მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და გავაფორმოთ თხილით. მომზადების შემდეგ შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით.

წყარო

0

ავტორი: