მსოფლიომ გაიგო, თუ სად ცხოვრობენ „სიმფსონები“ მსოფლიომ გაიგო, თუ სად ცხოვრობენ „სიმფსონები“ />


  09:30:07     12-04-2012

მსოფლიომ გაიგო, თუ სად ცხოვრობენ „სიმფსონები“

a17019.jpg

ანიმაციური ფილმის „სიმფსონების“ შემქმნელებმა მთავარ საიდუმლოს ფარდა ახადეს. მულტფილმის ერთ-ერთმა ავტორმა, მეტ გროინინგმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ შტატში მდებარეობს ქალაქი სპრინგფილდი და მისი მაცხოვრებლები: ჰომერი, მარჯი, ლიზა, ბარტი და მეგი.

გროინინგმა აღნიშნა, რომ სპრინგფილდი ორეგონის შტატში მდებარეობს. „როცა პატარა ვიყავი, ტელევიზორში ვუყურებდი ტელე-შოუ „მამამ უკეთ იცის“. მოქმედება სწორედ ქალაქ სპრინგფილდში მიმდინარეობდა. ეს ქალაქი კი ჩემს მშობლიურ ქალქ პორტლენდთან მდებარეობს. როცა გავიზარდე, მაშინ გავარკვიე, რომ სპრინგფილდი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელწოდება იყო“, - აღნიშნა გროინინგმა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ „სიმპსონების“ პირველი სერია იხილა, ქალაქის მდებარეობა კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო. თავად მულტფილმის შემქმნელები კი აღნიშნავდნენ, რომ ერთი სპრინგფილდი ამერიკის თითოეულ შტატში არსებობდა და ანიმაციური ფილმის მიზანი, შეერთებული შტატების მოსხლეობის ზოგადი სახისა და ხასიათის ჩვენება იყო.

ორი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა გამომცემლობამ „Entertainmen Weekly”-მ გამოკითხვა ჩაატარა. შედეგად კი სიპსონების ოჯახის ყველაზე პოპულარულ წევრად მამა სიმპსონი, ჰომერი დასახელდა.

მულტფილმის შემქმნელებმა ამ სიახლეზეც გააკეთეს კომენტარი: „ამ სიახლემ ნამდვილად არ გაგვაოცა, რადგან მილიონობით ადამიანი ცდილობს რაღაცით მაინც დაემსგავსოს აღნიშნულ პერსონაჟს. ბევრ მათგანს მისი შესაძლებლობებისაც კი შურს“. აღნიშნული ანიმაციური ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმდენად პოპულარულია, რომ ამერიკის მოქალაქეებს სიმფსონებზე უფრო მეტის მოყოლა შეუძლიათ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე.

სიმპსონები პოპულარობით მესამე ათწლეულია რაც სარგებლობენ. 1989 წლის 14 დეკემბერს მულტფილმის პირველი 30 წუთიანი სერია აჩვენეს. 1990 წლიდან კი ანიმაციური ფილმის ჩვენებამ რეგულარული სახე მიიღო.

0

ავტორი: