08:47:58     12-04-2012
ბრინჯი სოკოთი და ბოსტნეულით
მასალა:
ბრინჯი 1 ჭიქა
სოკო 200გრ.
სტაფილო 1ც.
დაკონსერვებული მწვანე ბარდა 1 ჭიქა
ხახვი 1 თავი
მცენარეული ზეთი 3 ს/კ.
პამიდორი 4ც.
წყალი 4 ჭიქა
კამა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბრინჯი გავრეცხოთ და შევწვათ ზეთში საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილ სოკოსათნ და ნახევარმთვარისებურად დაჭრილ ხახვთან ერთად, შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 20–25 წუთი. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავამატოთ ბარდა და დაჭრილი პომიდორი. სუფრაზე გატანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი კამა.
0