კექსი ქიშმიშით და ნიგოზით კექსი ქიშმიშით და ნიგოზით />


  08:47:12     12-04-2012

კექსი ქიშმიშით და ნიგოზით

a17007.jpg

მასალა:

კვერცხი 3–4 ც.

 

შაქარი 1 ჭიქა

 

არაჟანი 0,5 ჭიქა

 

კარაქი 4 ს/კ. + ფორმაზე წასასმელად

 

პურის ფქვილი 2 ჭიქა

 

სოდა 0,5 ჩ/კ.

 

ქიშმიში 0,5 ჭიქა

 

ნიგოზი 100 გრ.

 

ვანილი გემოვნებით

 

შაქრის პუდრა კექსზე მოსაყრელად.

მომზადება:

ნიგოზი დავჭრათ წვრილად. ქიშმიშს დავასხათ თბილი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ ქიშმიში გავაშროთ. კვერცხს დავამტოთ შაქარი, ვანილი და კარაგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, დარბილებული კარაქი და კარგად ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი, სოდა, ქიშმიში, ნიგოზი და კვლავ ავურიოთ. მომზადებული ცომი ჩავსხათ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 20–30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

წყარო

0

ავტორი: