ალასანია ზუგდიდში გადადის, უსუფაშვილი კი „მაღაროში“ წასვლას არ აპირებს ალასანია ზუგდიდში გადადის, უსუფაშვილი კი „მაღაროში“ წასვლას არ აპირებს />


  14:52:16     11-04-2012

ალასანია ზუგდიდში გადადის, უსუფაშვილი კი „მაღაროში“ წასვლას არ აპირებს

a16994.jpg

„itv“-ს პრესკლუბში შეკრებილი ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა უპასუხა.

ხიდაშელს  უხერხულ  კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა, თუმცა პასუხისგან თავის არიდების მიზნით, მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის წესებსა და საფუძვლებს უხსნიდა.  

ამის მიუხედავად, ხიდაშელს მაინც მოუწია არასასურველ კითხვებზე პასუხის გაცემა.  „პრესა.ჯი“ დაინტერესდა როგორ აპირებს ივანიშვილი 21 აპრილს პარტიის დაფუძნებას, როგორც საქართველოს მოქალაქე, არის თუ არა კოალიცა „ქართული ოცნების“ 10 %-იანი რეიტინგი „რესპუბლიკელების“ დამსახურება და ირაკლი ალასანიას ზუგდიდში გადასვლის შემდეგ, წავა თუ არა  დავით უსუფაშვილი პოლიტიკური საქმინობის გასაგრძელებლად სოფელ მაღაროში?

„პრესა.ჯი“-ს შეკითხვებს თინა ხიდაშელმა უპასუხა.

- კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს 10%-იანი რეიტინგი, ბიძინა ივანიშვილს როგორც ოპოზიციონერ ლიდერს 27%. როგორ ფიქრობთ, მოქმედებს თუ არა კოალიციაში შემავალი პარტიები ოლიგარქის პერსონალურ რეიტინგზე უარყოფითად?

- არ ვიზიარება ორი მიზეზი გამო. მე ამ კვლევას არ ვენდობი და ის რიცხვები, რომლითაც თქვენ აპელირებთ ჩემთვის სანდო არ არის. გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოალიციისა და ივანიშვილის რეიტინგებს შორის არის ორ პროცენტიანი სხვაობა, ივანიშვილის სასარგებლოდ.

- თქვენ გადიხართ რეგიონებში და ხვდებით ადამიანებს. რა დამოკიდებულებას გრძნობთ მათგან, ისინი არიან ივანიშვილის მხარდამჭერი, თუ „რეპუბლიკელების“ და ზოგადად კოალიციის?

- მათ აქვთ იმედიანი განწყობა ჩვენ მიმართ და კოალიციის მიმართ. ისინი ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში ხედავენ საკუთარ შანსს.

- როგორ აპირებს ივანიშვილი, 21 აპრილს იყო ქვეყნის მოქალაქე?

- ზუსტად ისე, როგორც არის დღემდე. გავიდეთ ქუჩაში და თუნდაც 10 ადამიანს ვკითხოთ, არის თუ არა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესის მონაწილე საქართველოში, არის თუ არა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერი. ათიდან 9 ადამიანი დაადასტურებს ამას. სწორედ, ამ სტატუსით დააფუძნებს ივანიშვილი თავის პოლიტიკურ პარტიას.

- იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, ჩვენ ვსაუბრობთ ივანიშვილის მოქალაქეობის მიღებაზე, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის პირველმა პირმა.

- ივანიშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს ქართველი ხალხი. მთავარი ამოცანა არის ამომრჩევლის გულის მოგება და არა პოლიტიკოსების.

- ივანიშვილს საზოგადოება მისცემს მოქალაქეობას და ამით ექნება მას უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში?

- ივანიშვილი, როგორც საქართველოს მოსახლეობის მიერ, მოქალაქეობის ლეგიტიმაციამიცემული ლიდერი, ისე დააფუძნებს პარტიას. ის თავად იქნება პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი და დამფუძნებელი.

- ირაკლი ალასანია გეგმავს ზუგდიდში გადასვლას და პოლიტიური საქმიანობის იქ გარძელებას, დავით უსუფაშვილიც ხომ არ გადავა მაღაროში?

- ირაკლი ალასანია არ მიდის რომელიმე სოფელში. ის მიდის სამეგრელოში. სოფლებზე აპელირება არ არის საჭირო.  ამჯერად, გადაწყვეტილება არის მხოლოდ ერთი, ირაკლი ალასანია გადავა ზუგდიდში არჩევნებამდე.

0

ავტორი: