13:04:38     11-04-2012
ახალი ჰამერი ამერიკის შეერთებული შტატების არმიისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ერთ-ერთმა მთავარმა შემადგენელმა ნაწილმა, საუბარია ძველ ჰამერზე, საკუთარი მოვალეობა პირწმინდად შეასრულა. ამ ავტომობილის გაგზავნა შესაბამის დავალებებზე უკვე შეუძლებელია. ამჯერად კი მისი შთამომავლის სტატუსისთვის რამდენიმე მოდელი იბრძვის. ჩვენ კი ვეცდებით მათ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოწოდებას.
ქუჩებში იგი ცნობილია, როგორც Hummer. ამ ავტომობილის სამხედრო ვერსიის სახელწოდება კი Humvee გახლავთ (High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle - უმაღლესი მობილობის მრავალფუნქციური სატრანსპორტო საშუალება.) ამ ავტომობილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან აფასებენ. მაგრამ 30 წლიანი მუშაობის შემდეგ მას აქვეითებენ. ავღანეთსა და ერაყში მომხდარმა უკანასკნელმა რამდენიმე ტერაქტმა, სამხედრო ინჟინრებს გადააწყვეტინა მსუბუქად ბრონირებული ავტომობილის განახლება. ამის საფუძველზე ახალი ავტომობილი უნდა იყოს შედარებით მაღალი, ტყვიაგაუმტარი და ეკიპაჟი საუკეთესოდ უნდა დაიცვას ტერაქტებისგან.
ერთ-ერთი პრეტენდენტი სამხრეთ აფრიკული Marauder გახლავთ. ამ ავტომობილის გვერდით Hummer სათამაშოსავით გამოიყურება. ავტომობილის წონა რვა ტონაა, მიუხედავად ამისა, იგი ეკიპაჟს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის. პენტაგონს კი მეტად მკაცრი მოთხოვნები და კრიტერიუმები აქვს: ახალმა „ჰამერმა“ 560 კილომეტრის დაფარვა უნდა შეძლოს ერთი სავსე საწვავის ავზით საშუალოდ 55 კმ/სთ-ში. 50 კმ/სთ-ის განვითარება 7 წამში უნდა შეძლოს. ავტომობილის მაქსიმალური წონა 5,7 ტონა უნდა იყოს. ამასთანავე მას უნდა შეეძლოს გადაადგილება 3650 მეტრ სიმაღლესა და პლიუს 40-50 გრადუსში. 2012 წლის ზაფხულისთვის კი შესაძლო ვარიანტები სერიოზულად უნდა შემცირდეს. ხოლო ვინ მოიპოვებს გამარჯვებას, ჯერჯერობით უცნობია.
Valanx от BAE Systems - ეს მოდელი Ford-მა V8-ტიპის 6,7 - ლიტრიანი ძრავით აღჭურვა. ავტომობილის წონის შემცირების მიზნით, მწარმოებელმა იგი Valanx-ის ბაზაზე ააწყო.
GTV - General Tactical Vehicles. მასში გაერთიანებულია General Dynamics-ისა და AM General-ის მოთხოვნები. ეს ავტომობილი სხვა ვარიანტებთან შედარებით, უნიკალურად იცავს ეკიპაჟს, არის ტყვიაგაუმტარი. ამიტომ ამ მოდელს უწოდებენ „ჰამერს სტეროიდებზე“.
BRV-O от AM General - ავტომობილის წონა 480 000 კილოგრამია და ამ დროისათვის მას საუკეთესო ვარიანტად აფასებენ.
ჰიბრიდი Oshkosh-ისგან - სატვირთო ავტომობილების მწარმოებელმა Oshkosh-მა უკვე გააფორმა კონტრაქტი ამერიკის შეერთებული შტატების არმიასთან. ავტომობილის საბოლოო სიაში მოსახვედრად მოდელის წონა უნდა შემცირდეს, იგი 11 ტონას იწონის. ამასთანავე, ავტომობილი დიზელზე მომუშავე ძრავით აღიჭურვა.
სწრაფმავალი Lockheed Martin-ისგან - ეს მოდელი ყველაზე სწრაფ ვარიანტად ითვლება და მისი მონაცემები ამ დროისათვის ლიდერთა შორისაა. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ავტომობილი მხოლოდ შეერთებული შტატების არმიისთვის არის შექმნილი.
0