09:53:30     11-04-2012
ტორტი „ჩიტის რძე"
მასალა:
ბისკვიტი:
მარგარინი 150 გრ.
კაკაო 2 ჩ/კ.
არაჟანი 0,5 ჭიქა
კვერცხი 3ც.
შაქარი 1 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
პურის ფქვილი 1 ჭიქა
კრემი:
რძე 0,5 ლ.
მანანის ბურღული 3 ს/კ.
შაქრი 2/3 ჭიქა
კარაქი 200 გრ.
გასაფორმებლად:
ნიგოზი და შოკოლადი გემოვნებით.
მომზადება:
დარბილებულ მარგარინს დავამატოთ კვერცხი, კაკაო, არაჟანი, შაქარი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერიოთ, შემდეგ მომზადებული მასა ჩავასახთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუიმელში.
კრემის მომზადება:
რძე ავადუღოთ დავამატოთ მანანის ბურღული, შაქარი და ვადუღოთ სქელი ფაფის კონსისტენციამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ და ავთქვიფოთ კარაქთან ერთად.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუზაე ორ ფენად, შემდეგ ქვედა ფენას წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ფენა, კვლავ წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ გახეხილი შოკოლადით და გატარებული ნიგოზით.
0