ნაპოლეონი ბანანით ნაპოლეონი ბანანით />


  09:12:03     10-04-2012

ნაპოლეონი ბანანით

a16929.jpg

მასალა:

 

ფირფიტა:

 

პურის ფქვილი 3 ჭიქა

 

შაქარი 1/4 ჭიქა

 

არაჟანი 1 ჭიქა

 

მარილი 0,5 ჩ/კ.

 

სოდა 0,5 ჩ/კ.

 

ვანილი გემოვნებით.

კრემი:

 

არაჟანი 400გრ.

 

შაქარი 4 ს/კ.

 

ბანანი 3–4 ც.

შაქარს დავამატოთ არაჟანი, მარილი, სოდა, ვანილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 7 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ტაფაზე ორივე მხრიდან  ზეთის გარეშე, ფირფიტებს გამოცხობის შემდეგ სწრაფად წავუსვათ 1 ს/კ. კრემი, შემდეგ კი როდესაც  შვიდივე ფირფიტა გამოცხვება კარაგად დავკრემოთ და თავზე მოვაყაროთ ფირფიტის ნაფხვენები.

კრემის მომზადება:

ბანანი, შაქარი და არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით.

წყარო

0

ავტორი: