15:34:19     09-04-2012
საინტერესო ფაქტები ჯამბაზებზე
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯამბაზები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თქვენ მათ შეხვდებით როგორც ქუჩებში, ასევე სხვადასხვა წვეულებებზე, რომლებიც ძირითადად ბავშვებისთვის არის გამართული. ქვემოთ კი ჩამოთვლილოია რამდენიმე ფაქტი ჯამბაზებზე, რომლებიც ძირითადად მხიარულებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდებიან.
ინგლისურიდან სიტყვა “Clown”-ის სიტყვასიტყვით თარგმნის შემთხვევაში მივიღებთ ცუდად აღზრდილ და უზრდელ ადამიანს. წარსულში ჯამბაზებს ალკოჰოლის მომხმარებელ და ღარიბ ადამიანებს უწოდებდნენ. აქედან მოდის ჯამბაზის წითელი ცხვირიც.
ინგლისის ყველაზე ცნობილ ჯამბაზად ჯოზეფ გრიმალდი ითვლება. სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა ჯამბაზის სტილი თეთრი სახით.
უძველესი დროიდან ჯამბაზის ორი სახეა მიღებული: თეთრი და წითური. თეთრი ჯამბაზი ყოველთვის სერიოზული, მაგრამ საკმაოდ უჭკუოა. მას თეთრი სახე და დიდი ფარფლის მქონე ქუდი აქვს. თეთრმა ჯამბაზმა საკუთარი იმიჯი მეჩვიდმეტე საუკუნეში არსებული ჯამბაზ პიეროსგან აიღო. პიერო წარმოდგენებს ფქვილით შეთეთრებული სახითა და მელოტი თავით მართავდა.
ჯამბაზები საკმაოდ სქელ გრიმს იკეთებენ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ბაძავენ. მათი გრიმი მუდამ განსხვავებულია ერთმანეთისგან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გრიმის მეშვეობით ახალი სახის შექმნის შემთხვევაში ჯამბაზს შეუძლია საავტორო უფლებების დაცვა მოითხოვოს. ამასთანავე, არსებობს გაერთიანება „Clowns International“ სადაც ის ჯამბაზები ერთიანდებიან, რომლებსაც ყველაზე მრავალფეროვანი გრიმი და სახეები აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ჯამბაზები არასდროს მიირთმევენ მზესუმზირას. ისინი თვლიან, რომ მზესუმზირის მირთმევის შემთხვევაში, მათ ბედი ზურგს შეაქცევს და წარმატებასაც ვერასდროს მიაღწევენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცირკში დამსწრე საზოგადოებასაც ეკრძალება მზესუმზირის მირთმევა.
ბრაზილიაში კი ქალაქ სან-პაულოში დაფიქსირდა შემდეგი ფაქტი: ჯამბაზი ფრანცისკო სილვა პარლამენტის ქვედაპალატაში დეპუტატად აირჩიეს. მას ხმა 1,3 მილონმა ბრაზილიელმა მისცა.
0