ივანიშვილის დაფინანსებული ლებედის მიერ აჩეხილი ქართველი გოგო-ბიჭები... ივანიშვილის დაფინანსებული ლებედის მიერ აჩეხილი ქართველი გოგო-ბიჭები... />


  21:21:55     04-04-2013

ივანიშვილის დაფინანსებული ლებედის მიერ აჩეხილი ქართველი გოგო-ბიჭები...

a16920.jpg

9 აპრილი - ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტკივილიანი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ტრადიციისამებრ, რუსთაველზე, ტრაგედიის ადგილას მივლენ პოლიტიკოსები, ჩვეულებრივი მოქალაქეები და პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს...

მათ შორის, ალბათ პრემიერი ივანიშვილიც იქნება - წითელი ტიტებით და ნაძალადევი ღიმილით... რამდენად იმუშავებს ქართულ ელექტორატზე მილიარდერის ეს პიარ-სვლა, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს: ხალხს არც ისე მოკლე მეხსიერება აქვს, როგორც ეს კარჩაკეტილ ოლიგარქს ჰგონია და მშვენივრად ახსოვს მისი ბიოგრაფიის ერთი ფრიად საჩოთირო. სისხლიანი დეტალი...

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, რომელიც ივანიშვილმა წლების წინ რუსულ გამოცემას მისცა, ოლიგარქმა აღიარა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის გენერალ ლებედს ასპონსორებდა (მან ეს პირველ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა). შეგახსენებთ, ეს ის გენერალი ლებედია, რომელიც თავის ძმაკაც, იგორ როდიონოვთან ერთად, 9 აპრილის სისხლიან ჯალათად ითვლება.

ინტერვიუში, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქართველი მილიარდერი არათუ ნანობს რუსთაველის პროსპექტზე სასაკლაოს მომწყობი რუსი გენერლისა და მისი მეგობრის დაფინანსებას, არამედ, ამ ფაქტით ამაყობს კიდეც და მას საკუთარ თავს დიდ პოლიტიკურ გამჭრიახობად უთვლის.

ინტერვიუდანვე ირკვევა, რომ ივანიშვილს ძველი დოსტი არჩევის შემდეგაც არ მოუტოვებია და მუდამ ერთგულად მხარში ედგა და ხელსაც უმართავდა რუს ნაცისტს, სსრკ-ს გადასარჩენად მებრძოლ „პოლიტიკოსს“ - საქართველოს დაუძინებელ მტერსა და ქართველი გოგ-ბიჭების სისხლში გასვრილ გენერალს... 

ივანიშვილის მეგობრებმა - ლებედმა და როდიონოვმა, 1989 წელს, რუსთაველის პროსპექტზე, სისხლი, განადგურება და აჩეხილი ქართველების გვამები დატოვეს...

რუსმა „დერჟავნიკმა“, ოდნავ მოგვიანებით, საქართველოსადმი განსაკუთრებული ზიზღითა და სიძულვილით გამსჭვალული წიგნიც დაწერა - სახელწოდებით  „Тбилисская Смута“, სადაც ერთი თავი 9 აპრილის მოვლენებს მოუძღვნა... როდიონოვ-ლებედი შემდგომში აქტიურად ეხმარებოდნენ აფხაზ სეპარატისტებსაც, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში...

ქართველი ახალგაზრდების სისხლში გასვრილი გენერლის ხელშემწყობი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი,სავარაუდოდ, 9 აპრილის მონუმენტთან გამოჩნდება და წლების წინ, მისი ძმაკაცების „წყალობით“ დაღუპულ წამებულ გმირებს „პატივს მიაგებს"... როგორც ამბობენ, ალბათ, ყველაფერს აქვს საზღვარი, ფარისევლობისა და თვალთმაქცობის გარდა...    

0

ავტორი: