კრემლი საქართველოზე თავდასხმისა და სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დასამყარებლად ემზადება კრემლი საქართველოზე თავდასხმისა და სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დასამყარებლად ემზადება />


  06:43:20     09-04-2012

კრემლი საქართველოზე თავდასხმისა და სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დასამყარებლად ემზადება

a16897.jpg

თუ ისრაელი აშშ-ის დახმარებით ირანს შეუტევს, რუსეთი სამხრეთ მიმართულებით გააქტიურდება და საქართველოს დაესხმება თავს.

ასეთ დასკვნას აკეთებს ინტერნეტსაიტი GenerationalDynamics.com, რომელიც ვარაუდობს, რომ ირანთან ომის შემთხვევაში, მოსკოვი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი კონტროლის დამყარებას გეგმავს.

შესაბამისი გეგმა რუსეთში უკვე მუშავდება. „რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ძალებს კავკასიის რეგიონში და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი აშშ-ის დახმარებით შეუტევს ირანს“ - წერს GenerationalDynamics.com. საიტის ცნობით, მოსკოვის სამზადისი ემყარება სამხედრო ხელმძღვანელობის ვარაუდს, რომლის თანახმადაც, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები თავის სამხედრო შენაერთებს საქართველოში განათავსებს, აზერბაიჯანის დახმარებით კი სამხედრო გემებს კასპიის ზღვაში შეიყვანს.

ამის თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯები უკვე იდგმება: რუსეთი კასპიის ზღვის სანაპიროზე, თავის ტერიტორიაზე, უკვე ათავსებს გემების საწინააღმდეგო რაკეტებს და კარგად შეარაღებულ მოიერიშე ჯგუფებს, რომლებიც შორ რადიუსზე მოქმედების თანამედროვე იარაღით არიან აღჭურვილები. ირანთან ომის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოსკოვმა გასცეს ბრძანება სამხრეთ მიმართულებას დაარტყას, რათა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკული ბაზების სავარაუდო განთავსებას და  ასევე, შეძლოს კავშირი სომხეთში განთავსებულ სამხედრო ძალებთან. - იუწყება GenerationalDynamics.com.

გარდა ამისა, აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მოსკოვის მიზანი, სამხრეთ კავკასიის ენერგოკორიდორზე კონტროლის დამყარებაცაა. GenerationalDynamics.com ასკვნის, რომ ამ გზით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად, ერთი სწრაფი სამხედრო დარტყმით, რუსეთმა, შესაძლოა, კასპიისა და მთელი კავკასიის რეგიონზე კონტროლის დამყარებას მიაღწიოს.

0

ავტორი: