06:31:01     09-04-2012
ყვავილოვანი კომბოსტო არაჟნით
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო 1 კგ.
არაჟანი 100 მლ.
კვერცხი 1 ც.
კარაქი 60 გრ.
პურის ფქვილი 20 გრ.
რძე 100 მლ.
ყველი 50 გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილებად და მოვწალოთ მარილწყალში, შემდეგ წყალი გადავსხათ, კომბოსტო გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, მოვასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
სოუსის მომზადება:
კარაქში შევწვათ ფქვილი, დავასახთ რძე და ვხარშოთ სანამ არ შესქელდება (ხარშვის პერიოდში განუწყვეტლივ ვურიოთ), შემდეგ დავამატოთ არაჟანი კვერცხში არეული, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან.
0