ფარშის მწვადი ფარშის მწვადი />


  10:45:33     27-11-2010

ფარშის მწვადი

a2365.jpg

ხორცის ფარში ორჯერ ან სამჯერ უნდა გატარდეს. მერე უნდა მოიზილოს მაგრად 20-30 წუთის განმავლობაში, ხელზე უნდა შეეტყოს წებოვნება. მერე იღებთ ერთ გუნდა ფარშს (ხელზე რომ კარგად მოგყვებათ იმდენს) დაამრგვალებთ, წამოეცმება შამფურზე და მიეცემა ფორმა.

უნდა დაიპრესოს შამფურზე ისე, რომ შიგნით ჰაერი არ დარჩეს (ამასაც ხელზე იგრძნობთ). თან დროდადრო ხელი ცივ წყალში უნდა დაისველოთ.  (ფარშში არ უნდა უქნათ კვერცხი, პური და კარტოფილი)

მერე საჭიროა ნაკვერჩხალის მომზადება და მწვადის ნელ-ნელა ტრიალი. რომ შეიწვება, დააყარეთ სუმახი (სუნელია ასეთი) და ხახვი.

ინგრედიენტები: 3 კილო ფარში, აქედან: 1 კილო ცხვარის და ცოტა დუმა, 2 კილო საქონლის ფარში (ახალგაზრდა) ცოტა გრუდინკა ცხიმიანი, უცხო სუნელი ერთი ჭიქა (პატარა, რითაც ყიდიან ხოლმე), თითო ჭიქა ხმელი ქინძი და კოწახური, ძალიან ცოტა ქონდარი არომატისათვის. მარილი და წითელი წიწაკა (გატარებული) გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ქართული ტრადიციული წესით დაყენებული საფერავი.

0

ავტორი: