ივანიშვილის მორიგი ფობია: "თითიდან გამოწუწნული" კლიპი, სახელწოდებით - "ხელისუფლებას შეეშინდა" ივანიშვილის მორიგი ფობია: "თითიდან გამოწუწნული" კლიპი, სახელწოდებით - "ხელისუფლებას შეეშინდა" /> "/> " />


  21:22:21     05-04-2012

ივანიშვილის მორიგი ფობია: "თითიდან გამოწუწნული" კლიპი, სახელწოდებით - "ხელისუფლებას შეეშინდა"

a16812.jpg

ოლიგარქის სასახლეში გეგმა ჩაეშალათ: წინასწარ დაანონსებული „მუქარის“ შემდეგ - აბა, გაბედოს და არ მომცეს მოქალაქეობა - ყველაფერი მათთვის სასურველი სცენარით ვერ წარიმართა.

ივანიშვილი იმდენად დარწმუნებული იყო, ჯერ საკუთარი პერსონის და მერე მისგან უხვად დაფინანსებული „გენიალური“ იურისტების კომპეტენტურობაში, რომ მოქალაქეობის მიღების ყბადაღებული დღისათვის, მისი საარჩევნო კამპანიის ჩვეული შტრიხი - მორიგი უნიჭო სიმღერა-კლიპი, სახელწოდებით „ვერ გაბედა“, უკვე შეკვეთილი და გამზადებულიც ჰქონდა.  

თუმცა, პუტინის დესანტს საქართველოში, რომელმაც ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გარემოცვის დიდ უმრავლესობას „პურს ტყუილად აჭმევს“, მოვლენების განვითარების ის სცენარი, უკანასკნელი ორი დღის მანძილზე რომ ვიხილეთ, ვერანაირად ვერ წარმოედგინა.

მას კბილაშვილის „გუნდი“ კომპეტენტურობის მწვერვალად ჰყავდა დასახული, მაგრამ გაირკვა, რომ ოლიგარქის ბრწყინვალედ დაფინანსებულ სამართალმცოდნეებმა, ისიც კი არ იციან, რომ ქართული კანონმდებლობა სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებას არ ითვალისწინებს.

გეგმები კი ჩაეფუშა, მაგრამ ოლიგარქის "ნიჭიერმა" და კრეატიულმა გარემოცვამ, რომელიც საკუთარი მოღვაწეობის გახანგრძლივებას არჩევნებამდე, სხვადასხვა საშუალებებით აქტიურად ცდილობს, შეცბუნებულ-განრისხებული მილიარდერის „საკუთარ უდანაშაულობაში“ დარწმუნება იოლად შეძლო.

მალემრწმენი ოლიგარქი, რომელიც მარტივად ექცევა კბილაშვილ-რესპუბლიკელების გავლენის და მათი აზრების ქვეშ, დააჯერეს, რომ „ისინი უბრალოები არიან“ და მას რეალურად ხელისუფლებამ მოუწყო „პროვოკაცია“.

ქარიშხლის გადავლის შემდეგ, საქმიანმა მეოცნებეებმა ოლიგარქის წინაშე ახალი გრანდიოზული იდეა გააჟღერეს: საქმე, რაღა თქმა უნდა, კვლავ კლიპს ეხება, რომელიც მილიარდერის ახირების მიხედვით, სურთ რომ მიუხედავად დამარცხებისა, მაინც გადაიღონ, მხოლოდ ახალი ინტერპრეტაციით და სახელწოდებით - „ხელისუფლებას შეეშინდა“.

ივანიშვილის მიერ მიტუაზე მოყოლილი უნიჭო ანეგდოტივით უცნაურია არარეალურ სამყაროში მცხოვრები დამწყვდეული ოლიგარქის წარმოდგენა შეშინება-გამარჯვებაზე.

ა) ოლიგარქი, როცა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დღეებს ითვლიდა, იქადნებოდა: აბა გაბედოს ხელისუფლებამ და მოქალაქეობა არ მომცეს. ხელისუფლებას აუცილებლად შეეშინდება და მოქალაქეობას მომცემს (თუმცა, აღმოჩნდა რომ არ შეეშინდა).

ბ) როცა გაირკვა, რომ ივანიშვილის ბეცი იურისტების წყალობით, "წმინდა ბიძინა მდიდარმა" მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა მინიმუმ 6 თვით გაიხანგრძლივა,  სასახლეში დამწყვდეულმა ოლიგარქმა საკუთარი დამარცხების გამარჯვებად ქცევა მორიგი სულელური კლიპით გადაწყვიტა.

ამ კლიპში, ოლიგარქის აკვიატებული დირექტივის მიხედვით, უნდა გამოჩნდეს თუ როგორ შეეშინდა ხელისუფლებას და არ მიანიჭა მოქალაქეობა "წმინდა ბიძინა მდიდარს"...

არადა, ექსპერტთა აზრით, მისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გახანგრძლივება, არა ხელისუფლების, არამედ ოლიგარქის არაკომპეტენტური იურისტების დამსახურებაა.

ივანიშვილის მიერ შეკვეთილი კლიპი მზად ხვალისათვის უნდა იყოს. საამისოდ, ამ წუთებშიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, საკუთარი ხალხის ბედით გულდათუთქული "ბიძინისტები"..

ქვეყნის პრემიერობაზე მეოცნებე მდიდარი სუბიექტი "თითიდან გამოწუწნულ"  კლიპს  მოუთმენლობით ელოდება და მორიგი „გამარჯვების“ წარმოდგენით, ინფანტილური თვითკმაყოფილებით ტკბება... 

0

ავტორი: