14:14:06     05-04-2012
ივანიშვილი ჟურნალისტებს: რამდენჯერ გითხარით, მიეჩვიეთ წესრიგს

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს ჟურნალისტებს უმასპინძლა. თუმცა, ჟურნალისტებს მისთვის შეკითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.
ივანიშვილის „სიტყვით გამოსვლა“, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღის 11 საათზე დაიწყო. ჟურნალისტთა უმრავლესობას ჰქონდა კითხვა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას თავი აარიდა.
„21 აპრილს დაფუძნდება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ამ პარტიას დავაფუძნებ მე, საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი“ – განაცხადა „მენცაროლოგმა“ .
„პრესა.ჯი“ რამდენჯერმე შეეცადა დაესვა კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოისმინა ჩვენი კითხვა - „რა გზით გახდება ბიძინა ივანიშვილი 21 აპრილს საქართველოს მოქალაქე“ - ივანიშვილმა განმარტა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა.
„ნუ ასრულებთ დავალებას. დაიცავით ის, რაზეც შევთანხმდით. დღეს ასეთი დღეა, სხვა დროს შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ თქვენ დასვათ შეკითხვები“,
„რამდეჯერ გითხარით, მიეჩვიეთ წესრიგს“, - ასე დაგვმოძღვრა განერვიულებულმა „ბიძინა მართალმა“.
პ.ს: როგორც ჩანს, ივანიშვილი, „ბატონი ილიას“ „ნახ-ნახევრად“ გადაკითხვის შემდეგ, „მჭადის სახელი რომ არ დაავიწყდეს“, „თითიდან გამოწუწნულ“ კითხვებს, „ჩემ ეკასთან“ კონსულტაციის გარეშე არ პასუხობს...
0