კბილაშვილი ივანიშვილის იურისტების შეცდომას აღიარებს კბილაშვილი ივანიშვილის იურისტების შეცდომას აღიარებს />


  13:33:12     05-04-2012

კბილაშვილი ივანიშვილის იურისტების შეცდომას აღიარებს

a16805.jpg

"პრესა.ჯი"-მ ივანიშვილის იურისტების მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ "ქართული ოცნების" მთავარი სექსოლოგის, არჩილ კბილაშვილის ჩაწერა სცადა. მართალია, კბილაშვილი კითხვებზე თავს არიდებდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სექსოლოგიის შემდეგ, იგი ახლა "შინაგანი რწმენის" რაობითაა გატაცებული...

„პრესა.ჯი“: აპირებთ გაასაჩივროთ  გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არის მიღებული და რომელიც ბიძინას იურისტების არაკომპეტენტურობის ნათელი მაგალითია?

„ქართული ოცნების“ წევრი და იურისტი, არჩილ კბილაშვილი: თუკი საბოლოო პასუხი იქნება უარყოფითი, ამ შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ თუ - არა. გასაჩივრება პროცედურულად სამართლებრივი რეჟიმის მქონეა, თუმცა შინაარსობრივად ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას. პრეზიდენტის საბოლოო პასუხის ვადა არის დღეს - 5 აპრილს. 

- პრობლემა, რომელიც ივანიშვილს გუშინ შეექმნა, არის თუ არა, მისი გუნდის, კერძოდ კი, თქვენი და სხვა იურისტების აშკარა შეცდომა?

- არა, რასაკვირველია. დასკვნა არასწორია.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა -  „მე საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი, 21 აპრილს დავაფუძნებ პარტიას, რომლის სახელი იქნება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. როგორ აპირებს ივანიშვილი, როგორც ქვეყნის არამოქალაქე პარტიის დაფუძნებას?

- ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას,  ხელისუფლების მხრიდან.

- ივანიშვილი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ  როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე დააფუძნებს პარტიას, რატომ ცრუობს?

- ე.ი. მას პრეზიდენტი მისცემს საქართველოს მოქალაქეობას.

- ივანიშვილმა თქვა: „აბა გაბედოს ხელისუფლებამ და არ მომცეს მოქალაქეობა“... აღმოჩნდა, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გახანგრძლივება მისი იურისტების  არაკომპეტენტურობის ბრალია...

- მივიღებთ გადაწყვეტილებას.

- მიმართავს ივანიშვილი თხოვნით პრეზიდენტის, რომ მას მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა?

- ჩვენ სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ ერთმაგი მოქალაქეობა, ანუ  მოქალაქეობის მინიჭება ნატურალიზაციის გზით. ჩვენ არ აგვირჩევია ის გზა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

- ის გზა რომ არ აირჩიეთ, რომელიც კანონის მიხედვით უნდა აგერჩიათ, იმიტომ ხომ არ აღმოჩნდა ივანიშვილი ჩიხში?

- დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

-  21 აპრილს, ივანიშვილი როგორ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე...

- რწმენა ისეთი რამ არის, რომელიც შინაგანია და როგორ აგიხსნათ?

- ბატონო არჩილ, სექსოლოგია ახსენით ტელე-ეთერით და ახლა შინაგან რწმენას ვეღარ ახსნით?

- (გაიქცა)
 
პ.ს: კბილაშვილის მთელ ამ ინტერვიუში ყველაზე საყურადღებო მისი ერთი წინადადებაა: „ჩვენ არ აგვირჩევია ის გზა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“.

ექსპერტთა და იურისტთა აზრით, სწორედ იმიტომ, რომ ოლიგარქმა კანონით გათვალისწინებული გზა (მას პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა თხოვნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე) არ აირჩია, რასაც ფაქტობრივად, კბილაშვილიც ადასტურებს, ივანიშვილი 5 აპრილის შემდეგაც გააგრძელებს დღეების თვლას: მოქალაქეობის მინიჭებამდე დამრჩა...

0

ავტორი: