რა შეცდომა დაუშვეს ივანიშვილის იურისტებმა . . . რა შეცდომა დაუშვეს ივანიშვილის იურისტებმა . . . />


  18:29:02     04-04-2012

რა შეცდომა დაუშვეს ივანიშვილის იურისტებმა . . .

a16776.jpg

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის იურისტებმა „გამოუსწორებელი შეცდომა“ დაუშვეს. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილის გარემოცვამ, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება ნატურალიზაციის გზით მოსთხოვა, მაგრამ ის დაავიწყდათ, რომ იგი როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ გზით, საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა და მას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა უნდა დაეცვა.

გაურკვეველია, ოლიგარქი პრემიაგამოწერილ იურისტებს რა მეთოდით დასჯის, მაგრამ მათი შეცდომის „წყალობით“, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა, შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

ამასთან, 2012 წლის 5 იანვრიდან ძალაშია „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით,  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად, სპეციალური დასკვნის მომზადება დროში არ არის შეზღუდული.

ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ივანიშვილს საქმეს ისიც ურთულებს, რომ   ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, ის, ქვეყანაში, მაღალ თანანმდებობებს ვერ დაიკავებს, რადგან ამის მიზეზი – საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს – საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებასა და განმარტებებს, ივანიშვილის იურისტები უკვე გამოეხმაურნენ და უწყების განცხადება, უკანონოდ მიიჩნიეს კიდეც. მათი მტკიცებით, სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ნატურალიზაციის გზით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სწორედ იმ პირობებში ითვალისიწინებს, როცა პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მართალია, ივანიშვილის იურისტები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ, მაგრამ იმედია, მანამდე მათ, მილიარდერი სამართალმცოდნეობაში, მაღალი დონის ტრეინინგს დაუფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქოებასთან დაკავშირებით, დასკვნა დღეს გაავრცელა. დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. 

რაც შეეხება ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, მას და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ გააუქმა.   

0

ავტორი: