ივანიშვილის „გრეჩიხიზაცია“... ივანიშვილის „გრეჩიხიზაცია“... />


  14:17:31     04-04-2012

ივანიშვილის „გრეჩიხიზაცია“...

a16770.jpg

"გრეჩიხები“, ხაინდრავა და მისთანანი  დაბრუნდნენ. საიდან დაბრუნდნენ ვერ გეტყვით, რამდენი ხნით - ვერც იმას, მაგრამ დაუჯერებელი იქნებოდა, როცა თბილისის თავზე ფულის სუნი ტრიალებს, სვავებს თავი არ წამოეყოთ.

„ამომრჩეველთა ლიგა“, ერთი თვის წინ, კოკა გუნცაძემ დააფუძნა. მას შეუერთდნენ მომღერალი „უცნობი“, გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე.

წარუმატებელი საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შექმნის შემდეგ, კოკა გუნცაძემ და  ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციაში მოუყარეს იმ ადამიანებს თავი,  ვისთან ერთადაც 2010 წელს ვერაფერი მოახერხეს და მხოლოდ „გრეჩიხას“ მიერ, რამდენიმე მილიონზე გაყიდული საიდუმლო პოლიტიკური გეგმები შერჩათ ხელთ.

„ამომრჩეველთა ლიგას“ შემდეგი დატვირთვა აქვს. მან უნდა ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს აქცია და გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში. „ქართულ ოცნებაში“ არ უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ შესაძლოა „ამომრჩეველთა ლიგასთან“ „იქორწინონ”.

მოკლედ, სადაც ფულია, იქ ძმები გაჩეჩილაძეებიცაა, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებს ახსენებენ, იქ გოგა ხაინდრავას სახელი, ასევე კოკა გუნცაძის სანათესაოც... ახლა ყველა ერთად ფულის მოყვარულებიც და წამლისაც, ერთ გვარზე სწორდებიან.  სახელად „ლიგას“ ირქმევენ და პოლიტიკაში „ფენიქსობას“ ივანიშვილის ხარჯზე აპირებენ.

უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა რომ არ დაგვწამონ,  მოკლედ გაგახსენებთ რა შუაშია ნარკოტიკები ხაინდრავასთან და გუნცაძესთან. პირველი თავად იქნა ნარკოტიკების სიყვარულში შემჩნეული და დაჭერილი, მეორისა  კი - ძმა.

მაშინ გუნცაძემაც და ხაინდრავამაც მათი გვარების ნარკოტიკებთან დაკავშირება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიაწერეს. საინტერესოა, მათზე ნაკლებ აქტიური არ გახლდათ კახა კუკავა, მაგრამ იგი ნარკომანობასა და ნარკორეალიზატორობაში არავის დაუდანაშაულებია.

თუ მიზეზი ოპოზიციონერობაა, მაშინ ბლომად ვიცით რეაქციონერები და რადიკალები, რომლებიც „გრეჩიხებზე“ და ხაინდრავაზე ნაკლებად არ ბაქიბუქობენ, მაგრამ კადრები, სადაც რომელიმე მათგანი წამლის მოქმედების ქვეშაა, არავის უნახავს.

ასე რომ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. ჰოდა ასე ცეცხლწაკიდებული და ბოლგასული გავარდა  პოლიტიკიდან გოგა ხაინდრავა  2 წლის წინ.  ახლა კი, უკან აპირებს შემოვარდნას და მთელი საქართველოსთვის ცეცხლის წაკიდებას.

„პრესა.ჯი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელს კოკა გუნცაძეს და სთხოვა ეპასუხა შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ლიგა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას.

გუნცაძემ განგვიცხადა რომ შეხვედრაზეა და „არ სცალია“. ჩვენ მისგან მხოლოდ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას ვითხოვდით, რომელიც გავრცელდა პრესაში და რომლის მიხედვითაც, „ამომრჩეველთა ლიგა“ ივანიშვილის ოცნების დანამატი „ძალა“ იქნება.

თუმცა გუნცაძემ მაინც არ ისურვა კომენტარის გაკეთება. ის, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა პირდაპირ ვერ გაგვიმხილა და შეხვედრიდან სატელეფონო „ჩართვაზე“ მყოფმა მოგვიყვა მისი დღის გეგმები, თუ როგორი დაკავებული და მოუცლელია...

 ინფორმაციის გადამოწმება, გოგა ხაინდრავასთანაც ვცადეთ.

 -  „ამომრჩეველთა ლიგა“ ითანამშრომლებს „ქართულ იცნებასთან“?

 - არ ვიცი, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ყველა სარჩევნო სუბიექტთან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

 - „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასთან“ ან „ლეიბორისტულ პარტიასთან“  ითანამშრომლებთ?

 - ჩვენ ვითანამშრომლებთ ამომრჩევლებთან საერთოდ. მათი უფლებების და ნების დასაცავად ვართ შეკრებილები. 

 - თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ თქვენი და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობაზე ვრცელდება...

- რა ინფორმაცია ვრცელდება, ეგ მე არ მაინტერესებს. თქვენ მისვამთ შეკითხვას და მე გპასუხობთ.

- ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ თქვენ „ქართული ოცნებას“ მიტინგების მოწყობაში დაეხმარებით...

- ჩვენ ვარსებოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მათი უფლებები, ამიტომ ვამბობ, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება, რათა არჩევანის უფლება იყოს დაცული.

- რა ფინანსურ წყაროზე დაყრდნობით დაფუძნდა „ამომრჩეველთა ლიგა“?

- ფინანსური წყარო არის ის ფონდები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი მოწოდებული არიან ადამიანების უფლებების დაცვისთვის და კანონის დაცვისთვის. ეს არის აპრობირებული გზა.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ერთი მათგანი მაინც იმ ორგანიზაციისა, რომლებიც თქვენ გაფინანსებენ?

- ეს თქვენ თავად გაარკვიეთ რომელი ორგანიზაციებია და საიდან იღებს „ამომრჩეველთა ლიგა“ ფინანსებს“.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინას  პოლიტიკური მიზნებისთვის ორგანიზაციის გამოყენება სჭირდება, კიდევ ერთ პრობლემა აქვს. ლევან გაჩეჩილაძე ნინო ბურჯანაძესთან ჰარმონიულ  ურთიერთობაშია.

გასული წლის მაისის აქციების დროს ჩახუტებული ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე პოლიტიკურ მეგობრობას განაგრძობენ, რაც ბიძინას არ აწყობს. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ „მესამე ძალა“, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო, არ შეიქმნა.

არშექმნილ „მესამე ძალაში“ პოტენციურ წევრებად „ფორუმელები“, ნინო ბურჯანაძე და  ლევან გაჩეჩილაძე მოიაზრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შუშის სასახლეში ფორუმელთა ხილვა არავის სურდა, ივანიშვილი იძულებული გახდა „გაკრეფვის“ მიზნით, „ფორუმელები“ კოალიციაში მიეღო. ახლა კი, მზად არის, რადიკალ ლევან გაჩეჩილაძესაც უთხრას თანხმობა თანამშრომლობაზე (ასე ეუბნებიან და რა ქნას).

ალბათ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ გაჩეჩილაძე პოლიტიკურ გეგმებსა და მიზნებზე მაშინ ამბობს უარს, როდესაც მილიონებს სთავაზობენ. ოლიგარქისთვის კი გაჩეჩილაძის „სამყოფი“ რამდენიმე მილიონი ბევრს არაფერს ნიშნავს.

ბიძინა ივანიშვილისთვის  ახლა ყველაზე მთავარია - „შუა იყოს გაკრეფილი“. გაკრეფვასა და გახლეჩვაში კი ხაინდრავაზე მეტად დახელოვნებულ ელემენტს ოლიგარქი ბევრს ვერ იპოვის. ამ ქალაქს და სხვა ქალაქებსაც უნახავთ თუ როგორ დაძრწოდა ქუჩებში ავტომატიანი გოგა ხაინდრავა, კიტოვანთან ერთად...

0

ავტორი: