10:57:11     04-04-2012
ყიყლიყო
მასალა:
400 გრამი თეთრი პური
3/2 ჩაის ჭიქა რძე
2 ცალი კვერცხი
200 გრამი ყველი (სურვილისამებრ)
2 სუფრის კოვზი ერბო
გემოვნებით – მარილი
პურის ნაჭრები ამოავლეთ ჯერ რძეში, ხოლო შემდეგ ათქვეფილ კვერცხში. დააწყეთ ერბოდასხმულ და წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე. თითოეულ ნაჭერზე სურვილისამებრ მოაყარეთ წვრილად გახეხილი ყველი. ტაფა შედგით კარგად გახურებულ აირღუმელში და აცხვეთ. კარგად რომ შეწითლდება, გამოიღეთ და ფრთხილად გადაიტანეთ თეფშზე.
0