10:56:39     04-04-2012
ღვეზელი მურაბით
მასალა:
6 ცალი კვერცხი
6 სუფრის კოვზი შაქარი
6 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი ერბო
400 გრამი მურაბა/ჯემი
ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი. დაუმატეთ ფქვილი და ლესეთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ იმავე კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა. მიღებული ცომი დაასხით ერბოწასმულ ორ ტაფაზე და შედგით აირღუმელში. გამოიღეთ, რომელიც ადრე შეწითლდება და მასზე ჯემი გაანაწილეთ. გამოიღეთ მეორე ფენაც და ზემოდან დაადეთ მურაბიან ცომს. ისევ შედგით აირღუნელში 4-5 წუთით. ოდნავ გაგრილებულს სურვილისამებრ მოაყარეთ ზემოდან შაქრის ფხვნილი და მიირთვით საუზმედ ან ვახშმის შემდეგ დესერტად.
0