მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ბიძინა ჩემი წრის არ არის... მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ბიძინა ჩემი წრის არ არის... />


  11:30:57     03-04-2012

მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ბიძინა ჩემი წრის არ არის...

a16715.jpg

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე -გამსახურდია ამბობს, რომ ივანიშვილის მოსაზრებები, ზვიად გამსახურდიას შესახებ, ნაკლებად აინტერესებს.

არჩვაძე ამბობს, რომ ბიძინას და მისი კოალიციის წევრების წრეს არ ეკუთვნის.  მანანა არჩვაძე ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებასაც ეხმაურება. როგორც ცნობილია, რაზმაძემ თქვა, რომ ზვიად გამსახურდიაზე გული მას შემდეგ აუცრუვდა, როცა მანანა არჩვაძემ მის თვალწინ სცემა. ჩვენს კითხვებს მანანა არჩვაძე–გამსახურდია პასუხობს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტთა ჯგუფთან განაცხადა: ზვიად გამსახურდია იყო გიჟი და მას ფსიქიატრიულში უნდა დაესრულებინა სიცოცხლე...

-  მოდი და ამაზე ნუ გაიცინებ. მე ეგ საკითხები ნაკლებად მაინტერესებს. საერთოდ არ მადარდებს ვინ რას იტყვის. ჩემი საქმე არ არის, ვის რა აზრები აქვს. ძალიან კი გამახალისეთ ახლა.

- თქვენი აზრით, ივანიშვილზე გავლენას ხომ არ ახდენს მისი გარემოცვა?

- მე არ ვარ მაგათი წრის. ივანიშვილი ჩემი წრის არ არის. ინტერესი არ მაქვს მასეთ წრეში ვიყო. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მაინტერესებს და ვინ რას ამბობს ნამდვილად არ მაღელვებს.  

-   ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიაზე გული მას შემდეგ ამიცრუვდა, რაც მანანა არჩაძემ ის ჩემს თვალწინ სცემაო...

- ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს არ ვიცნობ. მე ვიცნობ მხედრიონელ მაკა რაზმაძეს.  ვიცი, რომ ის ხალხს აწამებდა და მის სინდისზე ბევრი სისხლია. მე არ მაინტერესებს სისხლიანი ხალხის ამბები. მეც მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს წამეკითხა, ვიცი რაზეა საუბარი, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს, იმათ, ვისაც ავტომატი ეკავათ და ადამიანებს ხოცავდა, პასუხი გავცე. ამას თუ დავუმატებთ ძარცვასა და ყაჩაღობას, მით უფრო არ მაინტერესებს.

0

ავტორი: