„ერთი შუშაბანდისხელა რუსთაველიდან“, ოცნებაში გადავარდნილი ქეთი დოლიძე „ერთი შუშაბანდისხელა რუსთაველიდან“, ოცნებაში გადავარდნილი ქეთი დოლიძე />


  13:16:07     02-04-2012

„ერთი შუშაბანდისხელა რუსთაველიდან“, ოცნებაში გადავარდნილი ქეთი დოლიძე

a16681.jpg

ვინც 2009 წლის ასდღიანი ქუჩის აქციების შემდეგ, შინ უშედეგოდ დაბრუნდა და საზოგადოებაც გაწბილებული დატოვა, ახლა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, „ოცნების ახდენაზე“ იწყებს მუშაობას. 

რამდენიმე დღის წინ, ბიძინას შეხვდა რეჟისორი ქეთი დოლიძე. შეხვედრის შემდეგ კი  განაცხადა, რომ აუცილებლად შევა „ქართულ ოცნებაში“ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. 

დოლიძის ამჟამინდელი  განცხადებები, მისი,  2009 წლის მიტინგის ტექსტების ანალოგიურია. მაშინაც, რეჟისორი აცხადებდა, რომ ხელისუფლების არსებობას დაასრულებდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მაშინ დოლიძეს, სულიერ და პოლიტიკურ ლიდერად ლევან გაჩეჩილაძე მიაჩნდა.

დოლიძემ, პოლიტიკური შესაძლებლობები საზოგადოებრივ  ორგანიზაციებშიც არაერთხელ მოსინჯა („დაიცავი საქართველო“ და ა.შ) თუმცა, უშედეგოდ.

უკვე „ოცნებაშია“, მაგრამ მის ლიდერს პოლიტიკურ აქტიურობას კანონი უკრძალავს. ივანიშვილის მოქალაქეობის  საკითხი,  ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

დღეს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ, ტრადიციული ბრიფინგი გამართა, სადაც ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე, ალასანიას განცხადებასა და კოალიციაში ახალი სახეების გამოჩენაზე ისაუბრა.

ქალბატონმა ქეთიმ „ერთი შუშაბანდისხელა რუსთაველიდან“ (ეს ფრაზა, მიტინგზე წარმოთქვა  დოლიძემ 2009 წელს),  დიდ შუშის სასახლეში, „მეოცნებეებთან“ გადაინაცვლა და იქიდან შეეცდება საკუთარი ოცნებების ასრულებას.

კოალიციაში დოლიძეზე მნიშვნელოვანი ფიგურები, ვისაც ნებისმიერ განცხადებაზე პასუხი მოეთხოვება, პასუხისმგებლობას გაურბიან. 

ჩვენ შეკითხვაზე, იღებს თუ არა ირაკლი ალასანია პასუხისმგებლობას საკუთარ განცხადებებზე შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით, რომელიც სეპარატისტებმა აიტაცეს, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ თუ პასუხისმგებლობაზე ავლაპარაკდებით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და არავითარ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას. ფანჯიკიძის თქმით, პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. 

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ეხება.  დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება „ვერ გაბედავს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიანიჭოს“.

0

ავტორი: