08:59:32     02-04-2012
კომბოსტო კიტრით
მასალა:
500 გრამი ახალი კომბოსტო
150 გრამიანი კიტრი
2-3 ცალი მოხარშული კვერცხი
3 სუფრის კოვზი მაიონეზი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
მწვანილი
კომბოსტო დავკეპოთ ან დავჭრათ პატარა კვადრატებად და ხელით ცოტათი გავჭყლიტოთ. კიტრი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე ან დავჭრათ. მოხარშული კვერცხის ცილაც გავხეხოთ ან დავჭრათ. კვერცხის გული დავჭყლიტოთ, შევურიოთ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი. შემდეგ ყველა ეს კომპონენტი ავურიოთ და სურვილი მიხედვით შეგვიძლია მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილიც.
0