საქართველოში, ობიექტებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოში, ობიექტებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა />


  13:02:10     31-03-2012

საქართველოში, ობიექტებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

a16646.jpg

საქართველოში, ოცდაერთ მეჩეთს, ხუთ რაბათს, ოცდაერთ სახლსა და კიდევ რამდენიმე ობიექტს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამასთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ, 20 მარტს, №3/86 ბრძანება გამოსცა. 

მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის  მიზნით, ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭებათ.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ – შუა პალეოლითური ხანის “ქვის ხანის ადამიანთა სადგომებს” – სოფ. ვაჭევიშსა და სოფ. წირქვალში.

ამას გარდა, სტატუსი მიენიჭა - ომარ ოსიძის ბოსელს, რომელიც  XIX საუკუნით თარიღდება და რომელიც, ახალქალაქის რაიონის სოფ. ხოსპიოში, ჯავახეთის არქიტექტურის ეთნოგრაფიას წარმოადგენს. 

ამასთან, ბრძანებულებით, სტატუსი ენიჭება - ახალციხის რაიონის, სოფ. აწყურში მდებარე აბანოს, რომელიც XVI საუკუნის არქიტექტურული ნიმუშია. ასევე, მომავალში სტატუსით ისარგებლებენ - ახალქალაქის რაიონის, სოფ. ხოსპიოში მდებარე XIX საუკუნის, თამარ ოსიძის ოდა და  ასპინძის რაიონის, სოფ. ტოლოში არსებული XIX საუკუნის საკულტო მავზოლეუმი.

რაც შეხება მეჩეთებს, რურუას გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ოცდაერთ მეჩეთს მიენიჭა, რომელებიც საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა სოფლებსა და ქალაქებში მდებარეობს. კერძოდ, სტატუს მინიჭებულ ძეგლებს შორისაა  - სოფ. ნახიდულის მეჩეთი, სოფ. თალავერის მეჩეთი, სოფ. კიზილ-კილისას მეჩეთი, სოფ. გირიხლის მეჩეთი, ფალავანდიშვილების მეჩეთი და შურდოს მეჩეთი. 

ბრძანების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალა - ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში, მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

0

ავტორი: