„დამოუკიდებლობის“ ერთადერთი შედეგი - ცხინვალი კატასტროფის წინაშეა „დამოუკიდებლობის“ ერთადერთი შედეგი - ცხინვალი კატასტროფის წინაშეა />


  10:49:09     31-03-2012

„დამოუკიდებლობის“ ერთადერთი შედეგი - ცხინვალი კატასტროფის წინაშეა

a16633.jpg

ეს დასკვნა რუსეთში გააკეთეს, - ორგანიზაციამ, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ აკვირდებოდა. ეს არის ადამიანის უფლებათა მოსკოვის ბიურო, რომლის წარმომადგენლებიც „არჩევნებით“ აღფრთოვანდნენ, მაგრამ ცხინვალში ყოფჯნისას დაასკვნეს, რომ “რესპუბლიკა”, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, კატასტროფის წინაშე დგას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ არცერთი რუბლი, მოსკოვის მიერ გამოყოფილი, რეგიონს არ მოხმარებია. ის კვლავ ნაომარ ქალაქს ჰგავს: აღდგენითი სამუშაოები ცუდად მიმდინარეობს, ცხინვალი სულ გადათხრილია და საცხოვრებელი შენობები დანგრეული.

ეკონომიკური მდგომარეობა „უღატაკესია“: ზოგიერთი გათვლით სამომხმარებლო კალათა 8 ათას რუბლს შეადგენს, მაშინ, როცა შრომის საშუალო ანაზღაურება 5 ათასია. სამაგიეროდ, უზრუნველყოფილები არიან მაღალჩინოსნები - მათი ხელფასი 60 ათასი რუბლია. საჯარო სამსახურში დასაქმებულები კი 1000 რუბლამდე იღებენ.

მომსახურებისა და ვაჭრობის ბაზარზე ხდება ფასების უკონტროლო მატება.
შემაშფოთებელი ვითარებაა დემოგრაფიის თვალსაზრისითაც, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფის ზღვარზეა მისული.

“რესპუბლიკაში” არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა - თუ რა რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს. ასევე არ არსებობს მონაცემები შობადობისა და გარდაცვალების შესახებ. ამ ფონზე, სიკვდილიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე შობადობა. სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს კი იწვევს არა მარტო ბოლო წლების ნერვულ-ფსიქიკური სტრესები, არამედ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების უკონტროლოდ და უზომოდ გამოყენება.

უკიდურესად მაღალია უმუშევრობის დონე. არ არსებობს მოთხოვნა ინტელექტუალურ, შრომით და კულტურულ პოტენციალზე, კრიმინალური ვითარების გამწვავება კი აიძულებს მოსახლეობას გავიდეს ამ ტერიტორიიდან, თუმცა არც მიგრაციის აღწერა ხდება.

ადამინის უფლებათა მოსკოვის ბიურო მიანიშნებს, რომ თუ არ ჩავთვლით ჰუმანიტარულ დახმარებას, ცხინვალის რეგიონმა რუსეთისგან მთლიანობაში 43 მილიარდი რუბლი მიიღო, რაც პატარა რეგიონისთვის კოლოსალური თანხაა, ისევე როგორც, კოლოსალურია ის თაღლითობის ფაქტები, რის შესახებაც ხმამაღლა ითქვა: ე.წ. არჩევნების წინ ე.წ. უშიშროების საბჭომ 800 მილიონი რუბლის განიავების საქმე გამოააშკარავა; პროკურატურაში 17 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მშენებლებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდნენ; ათობით რუსულ ფირმებს ამ სამუშაოების შესრულება დღესაც არ დაუწყიათ, მაშინ, როცა ბიუჯეტის ფული აიღეს და გაქრნენ; ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტმა 500 მილიონი რუბლის დარღვევა გამოავლინა…

კრიმინალური გარჩევები ისევ ძალაშია. მოსკოველი უფლებადამცველები აღიარებენ, რომ რესპუბლიკაში ყოველდღიურად ხდება კონფლიქტები ადგილობრივ ძალოვნებსა და მეწარმეებს შორის, რომლებიც ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ.

0

ავტორი: