ხრაშუნა ორცხობილა “ბესკინტო” ხრაშუნა ორცხობილა “ბესკინტო” />


  10:19:43     30-03-2012

ხრაშუნა ორცხობილა “ბესკინტო”

a16607.jpg

მასალა 300გრ ორცხობილისთვის:

    400გრ. ფქვილი

    4 კვერცხი

    1 ჭიქა შაქარი

    150გრ. ზეთი

    3ს/კ სახამებელი

    2 ლიმონის ცედრა

    საფუარი (ან სოდა)

    კვერცხის გული ორცხობილაზე წასასმელად

ჩავასხათ კვერცხი ჯამში, დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ, სანამ არ შეთეთრდება. დავუმატოთ ზეთი და ისე ვთქვიფოთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ დავუმატოთ სახამებელი, ლიმონის ცედრა და საფუარი. დიდხანს ვურიოთ ხის კოვზით, შემდეგ თანდათან დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება ისევ. დავამატოთ ცომს ოდნავ სველი ტილო და დავდგათ 15 წუთი. სამზარეულოს მაგიდაზე მოვაყაროთ ფქვილი. დავყოთ ცომი ნაწილებად და სათითაო ნაწილი გავაბრტყელოთ 4მმ სისქის ფენად. თხელი ჭიქით ცომი ამოვჭრად მრგვლად, წავუსვათ ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული. ზეთწასმულ ტაფაზე დავაწყოთ ცომის რგოლები და შევდგათ ზომიერად გაცხელებულ აირღუმელში 20 წუთით.

0

ავტორი: