შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან />


  09:35:44     28-03-2012

შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან

a16531.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს მაცეი პოპოვსკის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებს შეხვდა. მისიის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში პერიოდულად იმართება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის მისია საქართველოში ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.  მან ევროკავშირის წარმომადგენლებს დამკვირვებელთა მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყანაში არსებული ვითარების ობიექტურად გაცნობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული მხარის პრინციპულ პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის დელეგაციას,  რომ ქართული მხარე განუხრელად ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას, ცდილობს მაქსიმალურად ღიად წარმართოს  თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ამის დადასტურება კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

mod.gov.ge

0

ავტორი: