დავით ბაქრაძემ, ბრიტანელი დიპლომატი ღირსების ორდენით დააჯილდოვა დავით ბაქრაძემ, ბრიტანელი დიპლომატი ღირსების ორდენით დააჯილდოვა />


  15:15:04     27-03-2012

დავით ბაქრაძემ, ბრიტანელი დიპლომატი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

a16518.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, სტივენ ნეში ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონია, დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.

დავით ბაქრაძის შეფასებით, სტივენ ნეში ერთ-ერთ გამორჩეული დიპლომატი იყო, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს მხარდაჭერისა და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.

მისი ინფორმაციით, ნეშმა, საქართველოში ელჩობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2004 წელს, დიდი ბრიტანეთში, ქართული საზოგადოება დაარსა, რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაღრმავებაში, დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

“ეს საზოგადოება, საქართველოს დიდი ბრიტანეთში,  ინტერესების დაცვაში ეხმარება. ბატონი ნეში,  დღემდე, საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს. ამიტომ მოხარული ვარ, რომ მას სრულიად დამსახურებული ჯილდო უნდა გადავცე, რომელიც მან დაიმსახურა - თავისი საქმიანობისთვის და საქართველოს მეგობარობისთვის. ბატონი ნეში, გარკვეულწილად, ბრიტანეთში საქართველოს ელჩია”, - დასძინა ბაქრაძემ.

ბრიტანელმა სტუმარმა, საკუთარი საქმიანობის დაფასებისთვის, ქართულ მხარეს,  მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის, ლამაზ ქალაქში – თბილისში ყოფნა დიდი პატივია.

“დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ თქვენს მშვენიერ ქალაქში ვიმყოფებოდე, სადაც სამი წლის განმავლობაში, 90-იან წლებში ვცხოვრობდი. რასაკვირველია, მივიღო ღირსების ორდენი - ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ჩემს თავს  კითხვას ვუსვამ – ეს ჯილდო რით დავუმსახურე?! – აქ გადამწყვეტი როლი, 2004 წელს, ქართულ-ბრიტანული საზოგადოების დაფუძნებამ შეასრულა, რომელსაც 2010 წლამდე ვთავმჯდომარეობდი. როდესაც, ინფორმაცია გავიგე, რომ რომ ეს ორდენი გამომომეცემოდა, ელიზაბედ პირველი მომაგონდა, რომელიც ამბობდა, რომ  ის არ მისცემდა თავის ძაღლებს უფლებას, ანუ ქვეშევდომებს, რომ უცხოური სამოსი და ჯილდო ეტარებინათ, მაგრამ ამჟამინდელი ბრიტანული პოლიტიკა ბევრად თავისუფალია”, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ სტივენ ნეში, საქართველოს, ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაშიც ეხმარებოდა. “ჩემი სურვილია, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს”, - განაცხადა ნეშმა.

0

ავტორი: