საქართველოს პრეზიდენტი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით წარსდგა საქართველოს პრეზიდენტი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით წარსდგა />


  12:04:27     27-03-2012

საქართველოს პრეზიდენტი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით წარსდგა

a16504.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, მონაწილეების წინაშე სიტყვით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელ „ფეისბუქზე“, პრეზიდენტის პირად გვერდზე დაიდო.

 „დღეს გაიხსნა პირველი პლენარული სესია, რომლის სახელწოდებაა: „ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, სამომავლო ვალდებულებების ჩათვლით“. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო. საქართველოს პირველმა პირმა მხარეებს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა. ასევე იგი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხო, კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა“-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტსა და პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. 

გუშინ, სამხრეთ კორეაში, ოფიციალურად გაიხსნა ბირთვული სამიტი, რომელსაც  54 ქვეყნიდან მოწვეული დელეგატი ესწრება. სამიტზე,  მთავარი განსახილველი საკითხი, ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ირანის თემაა.

სამიტს  ავსტრალიის პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრემიერი, დანიის მთავრობის ხელმძღვანელი, უნგრეთის პრეზიდენტი, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნდა ფოტომასალაც, რომელიც სეულში ქვეყნის პირველი პირის შეხვედრებს ასახავს.

0

ავტორი: