22:25:33     26-03-2012
NDI-ის პარტიულ რეიტინგებში "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს

როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, კვლევების მიხედვით, პარტიებს შორის პირველ ადგილზე, 47 პროცენტით მმართველი გუნდი ლიდერობს, რომელსაც 10 პროცენტით "ქართული ოცნება" მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზე, 3 პროცენტით "ქრისტიან-დემოკრატები" გავიდნენ.
წიკლაურის განმარტებით, რეიტინგების თანახმად, მმართველ გუნდს, გამოკითხულთა 47 პროცენტს დამატებული 2 პროცენტი უჭერს მხარს, ანუ, 47 პროცენტი "ნაციონალურ მოძრაობას" მყარად უჭერს მხარს, ხოლო 2 პროცენტი მეორადი არჩევანია.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მას 10 პროცენტს დამატებული 3 პროცენტი უჭერს მხარს, ანუ, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, 3 პროცენტი მეორადია.
"ქრისტიან-დემოკრატებს" 3 პროცენტს დამატებული 6 პროცენტი უჭერს მხარს, სადაც 6 პროცენტი მეორადი არჩევანია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კვლევებში, ლიდერებთან დაკავშირებითაც არის მონაცემები და წიკლაურის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი "ნაციონალური მოძრაობის" მთლიან რეიტინგს კიდევ უფრო აღემატება.
წყარო: http://internet.ge/index.php?l=GE&m=2&sm=0&ID=216
0