„პრესა.ჯი“-ს ინტერვიუს გამო ივანიშვილისა და გამყრელიძის აქტივისტებმა  იჩხუბეს „პრესა.ჯი“-ს ინტერვიუს გამო ივანიშვილისა და გამყრელიძის აქტივისტებმა იჩხუბეს />


  22:04:29     26-03-2012

„პრესა.ჯი“-ს ინტერვიუს გამო ივანიშვილისა და გამყრელიძის აქტივისტებმა იჩხუბეს

a16482.jpg

,,კრემლი ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებითაა დაინტერესებული“ - ამ სათაურით 22 მარტს „პრესა.ჯი“-ზე ,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის  დავით გამყრელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა .

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „პრესა. ჯი“-ს საიტის კომენტარების ველში, ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნებისა“  და ,,ახალი მემარჯვენეების „ახალგაზრდა“ აქტივისტებს შორის კამათი დაიწყო.

 ქართული ოცნების ახალგაზრდა აქტივისტებმა ინტერნეტში დავით გამყრელიძე უშვერი სიტყვებით ლანძღეს. შემდეგ კი,  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან დაახლოებულმა ივანიშვილის მხარდამჭერმა ლაშა მესხიამ, „facebook“-ზე, საკუთარ პროფილზე „პრესა.ჯი“-თვის მიცემული გამყრელიძის ეს ინტერვიუ გაშარჟებული ფორმით გააზიარა, რასაც გაყრელიძის მხარდამჭერებისგან კვლავ მწვავე კომენტარები და კამათი მოჰყვა.

ახალგაზრდებს შორის „პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო დაწყებული   დაპირისპირება, ქუჩაში კამათით გაგრძელდა.

ახალგაზრდა ,,მემარჯვენე“ გიორგი ნებიერიძე და ,,ქართული ოცნების“ აქტივისტი ლაშა მესხია კონკასთან პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კოლმეურნეობის მოედანზე, კონკასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ნებიერიძე „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან - მათ შორის პარტიის აღმასრულებელ მდივან - რეზო სოხაძესთან ერთად მივიდა.

მესხიასთან ერთად 2 მეგობარი იმყოფებოდა, მათ შორის დავით ფაცაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.

ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, რის გამოც ახალგაზრდების ორივე ფრთის წევრები მსუბუქად დაშავდნენ. ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.

0

ავტორი: