03:49:15     26-03-2012
ცხელი ბოსტნეულის სალათა
მასალა:
1 თავი წითელი ხახვი
1 წითელი ბულგარული წიწაკა
2 კბილი ნიორი
250 გრ პატარა პამიდვრები
150 გრ ისპანახი
25 გრ რეჰანის ფოთლები
125 გრ ყველი ფეტა
1 ს/კ სოიას სოუსი
მარილი და პილპილი გემოვნებით
გახურებულ ვოკს დაასხით ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მთელ ზედაპირს მოედოს. დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, კვადრატებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, თხლად დაჭრილი ნიორი და 2 წუთის განმავლობაში შუშეთ (დარბილებამდე). დაამატეთ ოთხად გაჭრილი პამიდვრები, პრასი, რეჰანი, შეაზავეთ ერთი სუფრის კოვზი სოიას სოუსით, მარილით, პილპილით და შუშეთ მაღალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ დაფშვნილი ყველი ფეტა.
0