მილიარდერის სიცოცხლის გრაფიკი და მომავლის პოლიტიკოსების მშობელთა კომიტეტი მილიარდერის სიცოცხლის გრაფიკი და მომავლის პოლიტიკოსების მშობელთა კომიტეტი />


  21:14:51     21-03-2012

მილიარდერის სიცოცხლის გრაფიკი და მომავლის პოლიტიკოსების მშობელთა კომიტეტი

a16339.jpg

აქამდე იყო  ცნობა  -  ცურავს აუზში, არ ეწევა, სადილის შემდეგ  ჭიქა კონიაკს სვამს, ადრე უყვარს დაწოლა –  10–11 საათზე.  დილ–დილაობით ვარჯიშობს, საღამოობით – ისვენებს. სადილს ორ საათზე მიირთმევს.

არ მოსწონს  წვეულებებზე სიარული, ყურადღების ცენტრში ყოფნა. დაბადების დღესაც კი არ იხდის, რომ არ იაროს ნიღბით.

 გაირკვა, რატომ ეს ყველაფერი – 120 წელი აპირებს ცხოვრებას!

ასოც წელზე  აქვს გათვლილი  სიცოცხლე...  ეს კი 60 წლის  კაცისთვის ნიშნავს, რომ ცხოვრების პირველი ნახევარი აქვს გავლილი და  მეორე ნახევრისთვის ემზადება. კიდევ იმასაც ნიშნავს – ახლანდელ პოლიტშემადგენლობას სავარჯიშო სტატუსი აქვს. ნამდვილ პოლიტიკოსებამდე ჯერ ადრეა.  ნამდვილ პოლიტიკოსობას დრო სჭირდება.

ყველა   მილიარდერი ვერ იქნება –   ვერ იცოცხლებენ 120 წელს;    70–80 წლის ასაკში დაიხოცებიან.  ხიდაშელების და  ბერძენიშვილების მერე  პოლიტიკას შეცვლის და დაარეგულირებს.

რესპუბლიკელები და  ვითომ პარტიები  სავარჯიშოდ სჭირდება; ნახავს, გამოცდილებას დააგროვებს  –  20 წლის შემდეგ ახალ გუნდს აირჩევს. თვითონ 80 წლის იქნება; სხვები აღარ იქნებიან, ან იქნებიან  მოხუცებულთა პანსიონში; კრწანისის რეზიდენცია გაუქმდება ამ დროს;   ახალგაზრდული ფრთა გამოვა ასპარეზზე – დღეს რომ  მუშტი–კრივში არიან, მაშინ აღარ იჩხუბებენ, ვინც  ცოცხალი მიაწევს; იმ დროს  სამოცს მიუახლოვდებიან;   მაშინ უკეთეს  პარტიას შექმნის. პოლიტიკა კარგად ექნება ნასწავლი; 100 წელი პოლიტიკური სიბრძნის ხანაა.

მერე ახალგაზრდული ფრთაც  დაბერდება. დაბერდება და დაიხოცება, ივანიშვილი  გადავა ასმეოცეში.  ვინ იქნება ამ დროს?    60–ისანი  მაინც უნდა იყვნენ?!  ვის მოუწევს რიგი?  ვინც    ბაგა–ბაღში დადის დღეს.  როგორ აღვზარდოთ  მომავლის პოლიტიკოსები?  აქვს ივანიშვილს  საკუთარი აღზრდის  სისტემა. ამ სისტემით  უნდა მოამზადონ!   მთავარია  მომზადდეს გადამწყვეტი გუნდი – რეალ–პოლიტიკა მოდის  120 წლის ასაკში! 

სასწრაფოდ უნდა ზომებს მიღება  –  შეიქმნას  მშობელთა კომიტეტი,   ჩაირიცხონ ივანიშვილის გუნდში –  მომზადდნენ ბავშვები – 60  წლის შემდეგ პოლიტიკოსობისთვის!

ჰყავს ივანიშვილს დღევანდელი გვარდია – „ქართული ოცნების“ დასაწყისი; სახეზეა ხვალინდელი დღეც – „ქართული ოცნების“ გაგრძელება; მშობელთა კომიტეტი მოამზადებს ცვლას –   ნანატრის  ასრულებას –  „ქართული ოცნების“ დასასრულს!

0

ავტორი: