ბათუ ქუთელია დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების არსებობას სრულ აბსურდს უწოდებს ბათუ ქუთელია დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების არსებობას სრულ აბსურდს უწოდებს />


  16:12:07     21-03-2012

ბათუ ქუთელია დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების არსებობას სრულ აბსურდს უწოდებს

a16335.jpg

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია, ირაკლი ალასანიას განცხადებას, სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის შესახებ, სრულ აბსურდს უწოდებს.

ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი"-სთან საუბრისას ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

ქუთელიას თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ გადაგზავნილი ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ შეიცავს.

„ალასანიას განცხადება, დაჯგუფებებთან დაკავშირებით, არის სრული აბსურდი და არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ეს ინფორმაცია არ შეიცავს არანაირ დამადასტურებელ ფაქტებს და მასში მხოლოდ მოქმედი პოლიციელებისა და სამხედროების გვარებია ჩამოთვლილი. სხვა არანაირი ინფორმაცია კი დოკუმენტში არ არის და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან ასეთი ფორმირებები საქართველოში არაა და მსგავსი ფაქტები წარსულს ჩაბარდა. ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება კი, არის უსაფუძვლო ბრალდება",- განაცხადა ქუთელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას განცადებით, მათ მიერ მიპოვებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება აქტიურად მიმდინარეობს.

წყარო

0

ავტორი: