ესპანეთში საქართველოს ელჩი – ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება ესპანეთში საქართველოს ელჩი – ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება />


  15:52:13     21-03-2012

ესპანეთში საქართველოს ელჩი – ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება

a16334.jpg

ესპანეთის სამეფოში, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. ქართული მხარე, ესპანეთში, საკუთარ წარმომადგენლად, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს - ზურაბ პოლოლიკაშვილს მიავლენს.

ესპანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს, დღეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

აღსანიშნავია, რომ პოლოლიკაშვილს დეპუტატები გამოცდილ დიპლომატად აფასებენ. როგორც პრესა.ჯი-ს პარლამენტის ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, პოლოლიკაშვილს ეკონომიკაში საკმაო გამოციდლილება აქვს და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან, ქართულმა მხარემ ურთიერთობა გააღრმავოს.

დეპუტატის თქმით, პოლოლიკაშვილი, ესპანეთის სამეფოში, ელჩად 2006-2009 წლებშიც იყო მივლენილი და მას, ამ ქვეყანაში, პირადი და დიპლომატიური კონტაქტები გააჩნია.

“ამ თანამდებობაზე, მისი წარდგენა სავსებით საფუძვლიანია”, - დასძინა კანონმდებელმა.

შეგახსენებთ, რომ 2005-2006 წლებში, პოლოლიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში,  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო, 2010 –2011 წლებში,  „საფეხბურთი კლუბ თბილისის დინამოს“ გენერალური დირექტორი იყო.

ამასთან, პოლოლიკაშვილს 2007 წელს, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ელჩის პოსტზე, პოლოლიკაშვილი, ნიკოლოზ ნათბილაძეს შეცვლის.

0

ავტორი: