დეპუტატები, ტელევიზიებში, ბრალდებული პირის იდენტიფიცირების აკრძალვას ითხოვენ დეპუტატები, ტელევიზიებში, ბრალდებული პირის იდენტიფიცირების აკრძალვას ითხოვენ />


  12:20:31     21-03-2012

დეპუტატები, ტელევიზიებში, ბრალდებული პირის იდენტიფიცირების აკრძალვას ითხოვენ

a16326.jpg

საპარლამენტო უმცირესობ, მედია-საშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეო გამოსახულების იმგვარად ჩვენების აკრძალვას ითხოვს, რომლითაც პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი ხდება.

როგორც „პრესა.ჯი-ს“ უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა რატი მაისურაძემ განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას სთავაზობს, რომელიც თავის მხრივ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში~ უნდა აისახოს.

მაისურაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ბოლომდე უნდა შეიზღუდოს მედიასაშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეო გამოსახულებების იმგვარად ჩვენება, რომ მარტო ამ გამოსახულებით, შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიკაცია.

თუმცა, მისი თქმით, გამონაკლისები არსებობს -  თუ ბრალდებული საჯარო პირია, ან თუ სახეზეა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება, მაშინ ეს გამონაკლისი მასზე გავრცელდება.

„სისხლის სამართლის კოდექსში, ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ეს იშვიათად ხდება, მაინც შესაძლებელია, სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში პირის უდანაშაულობა ცნოს და ამ შემთხვევაში, ბრალდებულის სტატუსი და ღირსება უსაფუძვლოდ შეურაცხყოფილი და შელახული რჩება. ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და ეს მიდგომა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებელი საკითხზე საუბრისას, სხვა ქვეყნების კანონმდებლობასაც მიმოიხილავს და ამბობს, რომ ნიდერლანდების სამეფოში, ჟურნალისტებს ბრალდებულის მხოლოდ სახელის ან ინიციალების ხსენების უფლება აქვთ. ხოლო, პოლონეთის კანონმდებლობა ბრალდებულის სახელის, გვარისა და ფოტოების გავრცელებას კრძალავს, ტელევიზიები კი, მის სახეს საერთოდ ფარავენ.

ამას გარდა, დეპუტატი საფრანგეთის მაგალითზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მედიასაშუალება 15 000-დან 21 000 ევრომდე ისჯება, რომელიც ბრალდებულს ბორკილებით გააშუქებს. რაც შეეხება საქართველოს, კანონპროექტით, მედია საშუალება, რომელიც პირის იდენტიფიცირებას არ მოახდენს, პირველ ეტაპზე, 1500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, შესაძლოა ჯარიმამ – 10 ათას ლარსაც მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, იმედი აქვს, რომ აღნიშნულ წინადადებას, საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, მხარდაჭერას, უმრავლესობაც გამოუცხადებს.

0

ავტორი: