თამაზ ბიბილური: თუ არ იცით რატომ გაიქცა ივანიშვილი თბილისიდან, მე გეტყვით... თამაზ ბიბილური: თუ არ იცით რატომ გაიქცა ივანიშვილი თბილისიდან, მე გეტყვით... />


  15:55:48     20-03-2012

თამაზ ბიბილური: თუ არ იცით რატომ გაიქცა ივანიშვილი თბილისიდან, მე გეტყვით...

a16297.jpg

„საზოგადოება 9 აპრილის“ თავმჯდომარე და ეროვნული მოძრაობა „სამშობლოს“ სპიკერი თამაზ ბიბილური, ბიძინა ივანიშვილს რუსული დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. 

ბიბილურის თქმით, ოლიგარქი პოლიტიკურ დივიდენდებს აგროვებდა და მხოლოდ შევარდნაძის მოწონებულ „პუტჩისტებს“ ეხმარებოდა. „რატომ არ გაახსენდა მათი დახმარება, ვინც 9 აპრილის შედეგად დაზარალდა? ან ისინი, ვისაც ოჯახის წევრები დაუხოცეს ამ დღეს? ეგ თბილისიდან გაიქცა და ვითომ „პერესტროიკით“ მოხიბლულმა გადაწყვიტა რუსეთში ცხოვრება.

ეგ საკენკი ჭორვილაში დაუყაროს ხალხს, ვისაც მაგის ზღაპრების სჯერა“, - ამბობს ბიბილური. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ შანსებზე „პრესა.ჯი“ თამაზ ბიბილურს ესაუბრა.   

- რისთვის მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში და რა გეგმების აქვს მას?   

-  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა რუსული დავალების შესასრულებლად. სხვა სახელმწიფოს მეთაური დაინტერესებულია, რომ გაითამაშონ სცენარი.. და მოხდეს ე.წ. რევოლუცია. 

- ვის შეიძლება აწყობდეს ამ სცენარის გათამაშება? 

- რუსეთს.  რა თქმა უნდა, რუსეთში ვიღაცასთან იქნება შეთანხმებული ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობა, თუმცა ამერიკაც არ იქნება შორს ამ პროცესებისგან. აუცილებელი არ არის ამ მოვლენების მთავარი გმირი იყოს ივანიშვილი. შეიძლება მას ჩაენაცვლოს ებრალიძე, ლევან ვასაძე ან სხვა. 

ახლა ივანიშვილს აქვს დავალება, რომ მის გვერდით უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჰყავს კოალიციაში. ამას წინათ, ერთ–ერთ შეხვედრაზე ვიყავი და იქ თქვა ერთმა: ივანიშვილი ორი წლით მოდის პოლიტიკაში და შემდეგ აღარ იქნებაო. 

არ იქნება თვითონ, მაგრამ თუ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაგვიტოვოს ხიდაშელი, ძიძიგური, უსუფაშვილი. ხალხს კი არ ეკითხებიან უნდათ თუ არ უნდათ ეს ხალხი. მთავარი არის ის, რომ ეს კაცი გასული 15 და 20 წლის განმავლობაში, ეხმარებოდა პუტჩისტებს და დიქტატორ შევარდნაძეს. ნინო ბურჯანაძე იყო ამ დიქტატურის დამკანონებელი, ეს იყო დამფინანსებელი. 

მე მას გავუგზავნე  კითხვები და ვთხოვე  ეპასუხა, მაგრამ არაფერი ისმის. ალბათ ვერც უპასუხებს...   

ძალიან მინდა, რომ ეს ჩაწეროთ... მაინტერესებს, რა შეფასებას აძლევს  ივანიშვილი 1991-92 წლების მთავარ მოვლენებს? მიაჩნია თუ არა შევარდნაძე და მისი ხელისუფლება კანონიერად?  მოითხოვს თუ არა შევარდნაძის დაპატიმრებას? მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს 9 აპრილის მუზეუმი, ანუ ეროვნული მოძრაობის მუზეუმი? ამ შეკითხვებს როცა გასცემს პასუხს, მაშინ დავიჯერებ მაგის კაი კაცობას. 

- რამდენიმე კვირის წინ,  „ფორბსში“ დაიბეჭდა სტატია ივანიშვილზე, სათაურით „არავინ არის იმაზე დიდი, ვიდრე ბიძინა“... 

- არავითარი დიდი არ არის ეგ. ივანიშვილი ტიპიური ოლიგარქია, რომელიც თაღლითობით გამდიდრდა. სხვათაშორის, ჩემს წერილში  დავუსვი ასეთი კითხვა. როგორ იშოვა დიდი ფული თბილისში, სანამ მოსკოვში ჩავიდოდა? ეგ პასუხს არ მაძლევს. 

თუ არ იცით რატომ გაიქცა ივანიშვილი თბილისიდან, მე გეტყვით... თავის დროზე, ვიდრე ის მოსკოვში წავიდოდა პრობლემები ჰქონდა „ობეხეებთან“. ეს შსს-ს განყოფილება იყო, რომლებიც საქმოსნებს აკონროლებდნენ. მათთან ჰქონდა პრობლემები და ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან. ახლა ამბობს, ვითომ ისე მოეწონა „პერესტროიკა“, რომ ამის გამო წავიდა რუსეთში. ეგ საკენკი დაუყაროს ჭორვილაში მათ, ვინც  ზღაპრებს უჯერებს. 

-  „ქართული ოცნების“ სურვილი და მიზანია, რომ მოვიდნენ პარლამენტში უმრავლესობით, რასაც ოლიგარქი ახმოვანებს ხშირად. თქვენი აზრით, აქვს მას შანსი, რომ დაამარაცხოს მმართველი გუნდი?  

- მაგას ჰგონია, რომ ფულით იყიდის ყველაფერს და ასე არ არის. მე მაგას ოქტომბერში ვუთხარი თუ რაზე უნდა იზრუნოს - ეროვნულ მოძრაობაზე და ეროვნული ღირებულებებისთვის. თუმცა, მაგისთვის ეს არაფერს ნიშნავს და ამას რომ არ აკეთებს, ვერც გაიმარჯვებს. 

მაგას ხალხი  არ გაყვება. ახლა 9 აპრილი მოდის და ჰკითხეთ ერთი მაგ ბატონს, რატომ არ გაახსენდა 9 აპრილის შედეგად დაზარალებული ოჯახები ან მათი დახმარება? ის მხოლოდ, შევარდნაძის აღიარებულ „პუტჩისტებს“ ეხმარებოდა. 

-  რაც შეეხება მის გუნდს. თქვენი აზრით, რამდენად სწორად შეარჩია ივანიშვილმა პოლიტიკური პარტნიორები? 

- ძალიან სუსტი და ცუდი გარემოცვა ჰყავს. მან აირჩია ეს ტაქტიკა. დღემდე ვერ ვნახე მისი პოლიტიკური პლატფორმა და პროგრამა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ეგ კაცი არაა ქვეყნის მოქალაქე. მაგ კაცმა, პრეზიდენტს მიაყენა შეურაცხყოფა როცა ფეხი დაადგა მის სურათს.   

ეს ძალიან ცუდია, როდესაც გარემოცვის გავლენის ქვეშ არის. ეუბნებიან - დააბიჯე ფეხი, ან არ დააბიჯოო და ისიც გარემოცვის ბრძანების შესაბამისად იქცევა... შევარდნაძის ამალის ყოფილ წევრებს დასდევს და ისინი ურჩევენ სად მივიდეს და რა თქვას.  

მაგ ოლიგარქის გუნდში, ყველას თავკაცობა უნდა. ხიდაშელს პარლამენტის თავმჯდომარეობა უნდა, ვიღაცას მინისტრობა, ვიღაცას პროკურორობა და ამისთვის იბრძვიან მხოლოდ.  

0

ავტორი: