"მეფე", რომელიც მონად აქციეს "მეფე", რომელიც მონად აქციეს /> "/> " />


  14:14:15     19-03-2012

"მეფე", რომელიც მონად აქციეს

a16258.jpg

პოლიტიკურ წრეებში პოპულარულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელებისა“ და კოალიციის დანარჩენი წევრების ტყვეა. ამ მოსაზრების მიხედვით, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებებს „რესპები“, ალასანია და ექსპერტი ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილი იღებენ, ივანიშვილი კი მხოლოდ „მიკროფონის“ როლს თამაშობს და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია.

ის, რომ ოლიგარქი გარემოცვის მძევალია და სულ უფრო და უფრო ემსგავსება „რესპების“ სათამაშოს, ფაქტობრივად, „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა სახემ, მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმაც დაადასტურა.

ჯაჭვლიანმა, „პრესა.ჯი“-თან საუბარში გამოთქვა ეჭვი, რომ ივანიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ გავლენის ქვეშაა. მისი აზრით, „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტულად, ნინო ბურჯანაძის კოალიციიდან „გარიყვის“ შესახებ გადაწყვეტილება „რესპებმა“ მიიღეს, რაც ივანიშვილის პირით გახმოვანდა.

„სახალხო კრების“ სხვა სახეები, მაგალითად, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც მიიჩნევს, რომ ოლიგარქი „გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების“ გავლენის ქვეშაა. გაფრინდაშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი „სხვების აზრებს“ ახმოვანებს.

იგივეს ფიქრობს ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანიც, რომელმაც „ქართული ოცნება“ სწორედ იმიტომ დატოვა, რომ იქ, პოლიტიკურ ამინდს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ „რესპები“ ქმნიდნენ.

მეტიც, „ქართული ოცნების“ ასევე ყოფილი სახის, რეჟისორ ზაზა სვანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ლამის გარემოცვის რუპორადაა ქცეული და მხოლოდ სხვის აზრებს, იდეებს ახმოვანებს.

„ახალგაზრდულ ორგანიზაციაში არც ცოტნე ზურაბიანის დახმარებით მივსულვარ, არც მაია ფანჯიკიძის და არც ლუბა ელიაშვილის. მივედი, რათა ჩემი ბრძოლის გამოცდილება და რესურსი მოხმარებოდა „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს საჭიროება ვერ დავინახე. დავინახე მონობის და დასმენის საჭიროება. მე დასმენებით არ მიცხოვრია და რაც არ მომწონს, ამას საჯაროდ ვამბობ. „ფეისბუქის“ პაროლების მოთხოვნა და შემოწმება, ზურგს უკან ქილიკი, მუდამ მოსმენა–დასმენა, ცოტა ულამაზოა“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს სვანაძემ, რომელმაც „მეოცნებეთა“ რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა.

მართალია, თავად ბიძინა ივანიშვილს ამ თემის გასაჯაროება განსაკუთრებულად აღიზიანებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავს კითხვებზე უკვე ოფიციალურად უწევთ პასუხის გაცემა ოლიგარქის ნდობით აღჭურვილ პირებს.

მაგალითად, ოლიგარქის პრეს-სპიკერი, ალასანიას ცოლის და, მაია ფანჯიკიძე, საკმაოდ ნერვიულობს მაშინ, როცა მას ჟურნალისტები მარტივ შეკითხვებს უსვავენ: არის თუ არა, ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“ გავლენის ქვეშ და იქცა თუ არა, იგი, ხიდაშელ-უსუფაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებლად? 

მაია ფანჯიკიძე: „გავრცელებულ ინფორმაციას შემიძლია სრული აბსურდი ვუწოდო და მასზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. დაზუსტებით მინდა გითხრათ, რომ კოალიციაში გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი თავად იღებს დამოუკიდებლად“.

პ.ს.: რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ მაია ფანჯიკიძეს ჟურნალისტებისთვის განეცხადებინა: „დიახ, ივანიშვილი „რესპების“ მიკროფონია, ის გარემოცვის მძევალია“. ალასანიას ცოლის დამ ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ უნდა ეთქვა. თუმცა, ფაქტებს ვერც ის გაექცევა და ვერც მისი ოლიგარქი.
0

ავტორი: