„სექსოლოგი“ კბილაშვილი ოლიგარქის ნაწყალობევით უკმაყოფილოა „სექსოლოგი“ კბილაშვილი ოლიგარქის ნაწყალობევით უკმაყოფილოა />


  21:47:02     16-03-2012

„სექსოლოგი“ კბილაშვილი ოლიგარქის ნაწყალობევით უკმაყოფილოა

a16193.jpg

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, მისი გარემოცვის უმეტესმა წევრმა ოცნება უკვე აისრულა. ზოგს კი მადა გაეზარდა და მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს მისაღები მილიარდერისგან.

ათეულობით ათასი ლარი, რომელიც მოულოდნელად გაჩნდა ოლიგარქის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრთა ანგარიშებზე, ასევე, მისი პრესსამსახურის  თანამშრომელთა საბანკო ბარათებზე, კონტროლის პალატამ საჯარო გახდა. ამასთან, ივანიშვილმა მათთთვის პირადი ანგარიშიდან გაიღო თანხა, რომელმაც ჯამში ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.

ყველაზე მსუყე ლუკმა ირაკლი ტრიპოლსკის ერგო. ეს მანამდე, ვიდრე  მაია ფანჯიკიძეს დაუთმობდა პრესსპიკერის  სავარძელს.

კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ ოლიგარქის ამ ქმედებით სამართალდარღვევა დაფიქსირდა და რომ თანხების პირადი ანაგრიშიდან გადარიცხვა წინააღმდეგობაში მოდის კანონთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.

ივანიშვილის ქმედების კანონთან მიმართებაში გადაცდომა ნაკლებად აღელვებთ მათ, ვისი ანგარიშებიც ათასებით შეივსო. მეტიც, სექსოლოგიის დარგში კომპეტენტური არჩილ კბილაშვილი უკმაყოფილოც კი დარჩა – უფრო მეტი მეკუთვნოდაო.  

არჩილ კბილაშვილი, „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი: „ვფიქრობ, შეიძლებოდა უფრო მეტი ყოფილიყო ჩარიცხული თანხა . ის კი, რაც ავიღე, არის საადვოკატურო მომხაურების საფასური . მე და ბიძინა ივანიშვილს გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და შესაბამისად, ჩემს მიერ გაწეულ მომსახურებაში მერიცხება თანხა. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით 12 500 ლარზე, თუმცა ვფიქრობ შეიძლებოდა ეს თანხა უფრო მეტი ყოფილიყო“. 

ივანიშვილის მადლობელია, თუმცა კონტროლის პალატას საყვედურობს ოლიგარქის პრესსამსახურის თანამშრომელი და ახლა უკვე უმუშევარი იმედია დარსალია.

იმედა დარსალია, ჟურნალისტი:  ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც ახლა ორივე მხარის შეთანხმებით გავწყვიტეთ, რადგან მე ჟურნალისტიკაში დაბრუნება გადავწყვიტე. ის თანხა კი, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, გადმომეცა შესრულებული სამუშაოსთვის. მე  ვიყავი ივანიშვილის კონსულტანტი მედიის დარგში. არაფერი დასამალი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ კონტროლის პალატას არ ჰქონდა უფლება ჩემი თანხმობის გარეშე საჯარო გაეხადა ჩემი შემოსავალი.

შეგახსენებთ, რომ დარსალიამ ოლიგარქის პრესსამსახური დატოვა და ამჟამად უმუშევარია. თუმცა დაახლოებით „ხვდება“ რომელ ტელევიზიაში გააგრძელებს მუშაობას. მას სურს „მეცხრე არხში“ გააგრძელოს კარიერა.

არადაეკვატურად მაღალი თანხის ჩარიცხვას, ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს შალვა თადუმაძე. მისი თქმით, მან გასამრჯელო თავის მუშაობისთვის მიიღო, რომელიც საკმაოდ რთული იყო. სამუშაოს დროს წარმოშობილ სირთულეებზე თადუმაძე აღარ საუბრობს. ჩვენ ვუკავშირდებოდით იმ ადამიანებს, ვინც ასევე იმ სიაში იყო, რომელიც კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა, თუმცა, ისინი მობილურ ტელეფონებს არ პასუხობენ, ნაწილი კი „გასულია მომსახურების ზონიდან“.   

0

ავტორი: