16:30:15     16-03-2012
შვეიცარიაში საქართველოს ელჩი – შალვა ცისკარიშვილი იქნება

საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში, ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეყოლება. როგორც პრესა.ჯი-ს სანდრო წყარომ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნულ ქვეყნებში, დიპლომატად - შალვა ცისკარიშვილს მიავლენს.
ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას, საპარლამენტო უმრავლესობა არც უარყოფს და არც ადასტურებს. მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ელჩის ვინაობის შესახებ არ იცის, ნაწილი კი განმარტავს, რომ ელჩის კანდიდატურა პარლამენტში მომავალ კვირას შევა. ამ ეტაპზე, შალვა ცისკარიშვილი გაერო-ში საქმიანობს და საქართველოს საკითხებზე აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში, საქართველოს ელჩის პოსტზე, ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, 2011 წლის 4 მარტიდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში, ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, რომელმაც გუშინ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე, ანდრია ურუშაძე ჩაანაცვლა. რაც შეეხება ურუშაძეს, ის საქმიანობას დედაქალაქის მერიაში შეუდგება.
0