05:33:10     15-03-2012
ქამა სოკო ბერძნულად
მასალა:
120 გ სოკო
50 გ წყალი
5 გ თეთრი ღვინო
25 გ ზეთი
5 გ ლიმონის წვენი
დაფნის ფოთოლი
პილპილი- მარილი
ავურიოთ ერთმანეთს წყალი, თეთრი ღვინო, ზეთი, ლიმონის წვენი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. გასუფთავებული სოკო დავჭრათ ოთხ ნაწილად, ჩავაყაროთ მომზადებულ ნახარშში და ვხარშოთ 6-8 წუთის განმავლობაში. მაგიდასთან მივიტანოთ ცივი.
0